შინაარსზე გადასვლა

არმან ჟან დიუ პლესი რიშელიე

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არმან ჟან დიუ პლესი,
ჰერცოგი დე რიშელიე
ფრანგ. Armand Jean du Plessis de Richelieu
დაბადების თარიღი 9 სექტემბერი, 1585(1585-09-09)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8]
დაბადების ადგილი პარიზი
გარდაცვალების თარიღი 4 დეკემბერი, 1642(1642-12-04)[1] [9] [2] [3] [4] [5] [6] [10] [11] [7] (57 წლის)
გარდაცვალების ადგილი პარიზი
მოქალაქეობა  საფრანგეთის სამეფო
განათლება პარიზის უნივერსიტეტი და College of Sorbonne
სამეცნიერო ხარისხი ფილოსოფიის დოქტორი
მამა ფრანსუა დიუ პლესი დე რიშელიე
დედა სიუზანა დე ლა პორტი[11]
მეუღლე/ები
ჯილდოები სულიწმინდის ორდენის კომანდორი და სენმიშელის ორდენის რაინდი

არმან ჟან დიუ პლესი (ფრანგ. Armand-Jean du Plessis), ჰერცოგი რიშელიე (ფრანგ. duc de Richelieu); დ. 9 სექტემბერი, 1585, პარიზი — გ. 4 დეკემბერი, 1642, იქვე), ფართოდ ცნობილი როგორც კარდინალი რიშელიე (ფრანგ. Cardinal de Richelieu[12][13][14]) — ფრანგი სასულიერო პირი და სახელმწიფო მოღვაწე.

რიშელიემ მიიღო რომის კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოსის სასულიერო წოდება 1607 წელს, ხოლო საფრანგეთის საგარეო მდივნად 1616 წელს დაინიშნა. რიშელიეს გავლენა მალევე გაიზარდა როგორც კათოლიკური ეკლესიის შიგნით, ასევე საფრანგეთში - 1622 წელს ის გახდა კარდინალი, ხოლო ლუი XIII „სამართლიანმა“ იგი 1624 წელს საფრანგეთის მთავარ მინისტრად დანიშნა. ამ თანამდებობას რიშელიე ინარჩუნებდა სიცოცხლის ბოლომდე, ხოლო მის შემდეგ იგი დაიკავა კარდინალმა მაზარინიმ, რომლის კარიერაში რიშელიემ გადამწყვეტი როლი ითამაშა.

კარდინალ რიშელიეს თანამედროვეები ხშირად მოიხსენიებდნენ, როგორც მეფის „პირველ“ ან „მთავარ“ მინისტრს. მისი საქმიანობის ძირითადი მიზანი სამეფო ძალაუფლების კონსოლიდაცია და საფრანგეთის შიგნით არსებული სხვადასხვა ფრაქციების შესუსტება იყო. არისტოკრატიის უფლებების შეზღუდვის შედეგად რიშელიემ გადააქცია საფრანგეთი ძლიერ, ცენტრალიზებულ სახელმწიფოდ. მისი საგარეო პოლიტიკის მთავარი ამოცანა იყო ევროპაში ავსტრიელი და ესპანელი ჰაბსბურგების ძალაუფლების დაბალანსება და ოცდაათწლიანი ომში საფრანგეთის დომინისრების უზრუნველყოფა. რომის კათოლიკური ეკლესიის კარდინალის წოდების მიუხედავად, რიშელიე არ ერიდებოდა ალიანსების შექმნას პროტესტანტ მმართველებთან საკუთარი მიზნების მისაღწევად. მიუხედავად უზარმაზარი პოლიტიკური ძალაუფლებისა, რიშელიე იყო დამოკიდებული მეფის მხარდაჭერაზეც - რაზეც მეტყველებს „გასულელებულთა დღის“ (ფრანგ. Jour des Dupes) მოვლენები.

რიშელიე ასევე უთმობდა ბევრ დროს საფრანგეთში განათლების გაუმჯობესებას - პარიზის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და სორბონას კოლეჯის დირექტორი, მას მიუძღვის გადამწყვეტი წვლილი ამ უნივერსიტეტის განახლებასა და მისი მნიშვნელობის გაზრდაში და იყო საფრანგეთის აკადემიის დამფუძნებელი. რიშელიე ასევე ცნობილია საკუთარი ზედმეტსახელით - წითელი უწმინდესობა (ფრანგ. l'Éminence rouge), რაც კარდინალის სამოსის წითელი ფერისა და კარდინალისადმი ტრადიციული მიმართვიდან მომდინარეობდა. რიშელიემ ითამაშა გადამწყვეტი როლი სამიუელ შამპლენისა და დევიდ კერკის დაპირისპირებაში, რომელიც მან დაასრულა სენ ჟერმენ ენ ლეს 1632 წლის ხელშეკრულებით, რომლის შედეგადაც მან დაუბრუნა საფრანგეთს კვებეკი, რომელიც დღემდე რჩება ჩრდილოეთ ამერიკის ფრანკოფონული კულტურის უმნიშვნელოვანეს ცენტრად.

რიშელიე არის არაერთი მხატვრული ნაწარმოების პერსონაჟი, რომელთა შორის ყველაზე ცნობილია ალექსანდრ დიუმას 1844 წლის სამი მუშკეტერი და მისი უამრავი ადაპტაცია.

კარდინალი რიშელიე

არმან ჟან დიუ პლესი დაიბადა პარიზში. იგი იყო დიუ პლესის ოჯახის ხუთიდან მეოთხე შვილი და უმცროსი მესამე ვაჟი. ბავშვობიდან სიცოცხლის ბოლომდე გამოირჩეოდა სუსტი ჯანმრთელობით. მისი ოჯახი მიეკუთვნებოდა პუატუს მცირე არისტოკრატიას.[15] მისი მამა, ფრანსუა დიუ პლესი, ენდრი და ლუარას რიშელიეს სინიორი, იყო ჯარისკაცი და სამეფო კარის მოღვაწე, რომელიც საფრანგეთის დიდი პროვოსტის თანამდებობაზე მსახურობდა[16] არმანის დედა, სუზანა დელა პორტე, იყო ცნობილი იურისტის შვილი.[17] როდესაც არმანი ხუთი წლის იყო, მამამისი დაიღუპა საფრანგეთის რელიგიური ომების დროს, ხოლო ჯახი დიდ ვალში აღმოჩნდა. [18] სამეფო გრანტის დახმარებით ოჯახი გადაურჩა ფინანსურ სირთულეებს და შეძლო ცხრა წლის არმანის გაგზავნა ნავარას კოლეჯში, სადაც მან ფილოსოფიის შესწავლა დაიწყო[19] მალევე მან დაიწყო მზადება სამხედრო კარიერისთვის.[20]

რელიგიის ომებში რიშელიეს ოჯახისთვის მადლობის გადახდის მიზნით, საფრანგეთის მეფე ანრი III ვალუამ გადასცა ოჯახს ლუსონის საეპისკოპოსო კათედრა. [21] საეპისკოპოსოს შემოსავლების უდიდეს ნაწილს ოჯახი იყენებდა საკუთარი მიზნებისთვის, რითაც იყო უკმაყოფილო ადგილობრივი სასულიერო პირები, რომლებიც მოითხოვდნენ შემოსავლის უფრო დიდი ნაწილის დახარჯვას რელიგიური დანიშნულებით. საეპისკოპოსოს შემოსავლის შენარჩუნების მიზნით არმანის დედამ გადაწყვიტა მეორე ძმისთვის - ალფონსისთვის - ლუსონის ეპისკოპოსის წოდების მიღება. [22] ალფონსი, რომელსაც არ სურდა საეპისკოპოსო თანამდებობა, გახდა კარტეზიანელი ბერი. [23]

1606 წელს ანრი IV-მ წარადგინა არმანი ლუსენის ეპისკოპოსად.[22] არმანის ასაკის გამო, რომელიც კანონიკურ მინიმალურ ასაკზე ნაკლები იყო, მას მოუწია ნებართვისთვის რომში, პაპ პავლე V-სთან, ჩასვლა. 1608 წელს, რომიდან დაბრუნების შემდეგ, არმანმა შეიძინა რეფორმატორის რეპუტაცია, რადგანაც გახდა პირველი ეპისკოპოსი საფრანგეთში, რომელმაც ტრიენტის საეკლესიო კრებით გათვალისწინებული ინსტიტუციური რეფორმები გაატარა.[24] [25]

ამავე დროს არმანმა გაიცნო ფრანსუა ლეკლერკ დიუ ტრემბლე, (ცნობილი როგორც ფრანგ. „Père Joseph“ ან „მამა ჟოზეფი“), კაპუცინელი ბერი, რომელიც არმანის უახლოესი მეგობარი გახდა. მოგვიანებით, კარდინალ რიშელიესთან სიახლოვისა და საკუთარი სამოსის ფერის გამო, მან შეიძინა ზედმეტსახელი რუხი უწმინდესობა (ფრანგ. L'éminence grise). მოგვიანებით მან, როგორც კარდინალ რიშელიეს ნდობით აღჭურვილმა პირმა, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა არაერთ დიპლომატიურ მოლაპარაკებაში. [26]

  • Alexander, Edward Porter. Museums in Motion: an introduction to the history and functions of museums. Lanham: Rowman and Littlefield. (1996)
  • Auchincloss, Louis. Richelieu. Viking Press. (1972)
  • Bergin, Joseph. The Rise of Richelieu. Manchester: Manchester University Press. (1997)
  • Blanchard, Jean-Vincent. Eminence: Cardinal Richelieu and the Rise of France (Walker & Company; 2011) 309 pages; a biography
  • Bonnaffé, Edmond. Recherches sur les collections des Richelieu. Plon. (1883) (French)
  • Cabanès, Augustin. "Le Médecin de Richelieu – La Maladie du Cardinal" and "L'Odyssée d'un Crane – La Tête du Cardinal", Le Cabinet Secret de l'Histoire, 4e serie. Paris: Dorbon Ainé. (1905) (French)
  • Collins, James B. The State in Early Modern France. Cambridge: Cambridge University Press. (1995)
  • Dyer, Thomas Henry. The history of modern Europe from the fall of Constantinople: in 1453, to the war in the Crimea, in 1857. J. Murray. (1861)
  • Elliott, J. H. Richelieu and Olivares. Cambridge: Canto Press. (1991)
  • Fontaine de Resbecq, Eugène de. Les Tombeaux des Richelieu à la Sorbonne, par un membre de la Société d'archéologie de Seine-et-Marne. Paris: Ernest Thorin. (1867) (French)
  • Lodge, Sir Richard, and Ketcham, Henry. The life of Cardinal Richelieu. A. L. Burt. (1903)
  • Munck, Thomas. Seventeenth Century Europe, 1598–1700. London: Macmillan. (1990)
  • Pardoe, Julia. The Life of Marie თარგი:As written, volume 3. Colburn (1852); BiblioBazaar reprint (2006)
  • Parker, Geoffrey. Europe in Crisis, 1598–1648. London: Fontana. (1984)
  • Perkins, James Breck. Richelieu and the Growth of French Power. Ayer Publishing. (1971)
  • Phillips, Henry. Church and Culture in Seventeenth Century France. Cambridge: Cambridge University Press. (1997)
  • Pitte, Jean-Robert. La Sorbonne au service des humanités: 750 ans de création et de transmission du savoir, 1257–2007. Paris: Presses Paris Sorbonne. (2007) (French)
  • Treasure, Geoffrey. Richelieu and Mazarin. London: Routledge. (1998)
  • Trevor-Roper, Hugh Redwald. Europe's physician: the various life of Sir Theodore de Mayerne. Yale: Yale University Press. (2006) ISBN 978-0-300-11263-4
  • Wedgwood, C. V. The Thirty Years' War. London: Methuen. (1981)
  • Zagorin, Perez. Rebels and Rulers, 1500–1660. Volume II: Provincial rebellion: Revolutionary civil wars, 1560–1660. Cambridge: Cambridge University Press. (1992)
  • Беллок Хилэр. Ришельё. — СПб.: Алетейя, 2002. — 336 с. — (История в лицах). — ISBN 5-89321-090-5.
  • Блюш Ф., Ришельё, თარგი:М.: Молодая гвардия, 2006. — გვ. 323, ISBN 5-235-02904-6.
  • Кардинал де Рец. Мемуары / Пер. с франц. Ю. Яхниной. — М.: Наука, 1997. — 832 с. — (Литературные памятники). — ISBN 5-86218-235-7.
  • Кнехт Роберт Дж. Ришельё. — Ростов-на-Дону: Феникс, 1997. — 384 с. — (След в истории). — ISBN 5-85880-456-X.
  • Леви Энтони. Кардинал Ришельё и становление Франции. — М.: ООО «АСТ», Астрель, 2007. — (Историческая библиотека). — 432 стр. — ISBN 978-5-17-044322-2. Переизд.: М.: ООО «АСТ», Астрель, 2009. — ISBN 978-5-17-055603-8.
  • Нечаев С. Ю. Ришельё. Спаситель Франции или коварный интриган. — М.: Вече, 2013. — 240 с. — (Человек-загадка). — ISBN 978-5-4444-0139-2.
  • Таллеман де Рео Жедеон. Кардинал де Ришельё // В кн.: Таллеман де Рео Ж. Занимательные истории / Изд. подгот. A. Андрее, Э. Л. Линецкая, Т. Г. Хатисова. Пер. с франц. А. А. Энгельке. — Л.:Наука, Ленинградское отделение, 1974. — (Литературные памятники). — С. 63-110.
  • Франсуа де Ларошфуко, Мемуары. Максимы, Л.: Наука, Ленинградское отделение, 1971. — გვ. 280 (Литературные памятники).
  • Черкасов П. П. Кардинал Ришельё. — М.: Международные отношения, 1990. — 384 с. — ISBN 5-7133-0206-7.
  • Черкасов П. П. Кардинал Ришельё. Портрет государственного деятеля. — М.: Олма-пресс, 2002. — 416 с. — (Архив). — ISBN 5-224-03376-6.
  • მსოფლიოს ისტორიის ენციკლოპედია, თბ. 2009 წ. გვ. 254-255

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118600354 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Nationalencyklopedin — 1999.
  3. 3.0 3.1 Find a Grave — 1996.
  4. 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  5. 5.0 5.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  6. 6.0 6.1 GeneaStar
  7. 7.0 7.1 Babelio — 2007.
  8. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  9. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  10. Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
  11. 11.0 11.1 Pas L. v. Genealogics — 2003.
  12. Richelieu. Collins English Dictionary. HarperCollins. ციტირების თარიღი: 29 July 2019.
  13. თარგი:Cite Oxford Dictionaries
  14. Richelieu, Cardinal. Longman Dictionary of Contemporary English. Longman. ციტირების თარიღი: 6 October 2019.
  15. Bergin, გვ. 14–15.
  16. Treasure, გვ. 3.
  17. Bergin, გვ. 18–19.
  18. Bergin, გვ. 24.
  19. Bergin, გვ. 55.
  20. Wedgwood, გვ. 187.
  21. Bergin, გვ. 57.
  22. 22.0 22.1 Bergin, გვ. 61.
  23. Bergin, გვ. 62.
  24. Munck, გვ. 43.
  25. Bergin, გვ. 132–133.
  26. Wedgwood, გვ. 189.