აგნესა კლეველი
| აგნესა კლეველი | |
|---|---|
| ნავარის დედოფალი | |
| მმართ. დასაწყისი: | 1 აპრილი, 1441 |
| მმართ. დასასრული: | 6 აპრილი, 1448 |
| წინამორბედი: | ელეანორა კასტილიელი |
| მემკვიდრე: | ხუანა ენრიკესი |
| პირადი ცხოვრება | |
| დაბ. თარიღი: | 22 მარტი, 1422 |
| გარდ. თარიღი: | 6 აპრილი, 1448, (26 წლის) |
| მეუღლე: | კარლ IV, ნავარის მეფე |
| დინასტია: | ლა მარკები |
| მამა: | ადოლფ I, კლევის ჰერცოგი |
| დედა: | მარი ბურგუნდიელი |
| რელიგია: | კათოლიციზმი |
აგნესა კლეველი (გერმ. Agnesa von Kleve; დ. 22 მარტი, 1422 — გ. 6 აპრილი, 1448) — ლა მარკთა დინასტიის წარმომადგენელი. კლევ-მარკის ჰერცოგ ადოლფ I-ისა და მისი მეუღლის, ბურგუნდიის ჰერცოგ ფილიპ III-ისა და მარგარეტ ბავარიელის ქალიშვილ ჰერცოგინია მარი ბურგუნდიელის შუათანა ასული. საფრანგეთის მეფე ლუი XII-ის დეიდა.
1439 წელს ცოლად გაჰყვა ვიანის პრინც კარლ ტრასტამარას, რომელიც დედამისის, დედოფალ ბლანკა I-ის გარდაცვალების შემდეგ, 1441 წელს ნავარის მეფე ხდება. მამამისმა, არაგონის მეფე ხუან II-მ მისთვის არაერთხელ სცადა ტახტის წართმევა.
რამდენიმეწლიანი ქორწინებიდან, დედოფალ აგნესასა და მეფე კარლს შვილები არ ჰყოლიათ. აგნესა გარდაიცვალა 1448 წლის 6 აპრილს, 26 წლის ასაკში. ამის შემდეგ, კარლმა მემკვიდრის გაჩენის მიზნით კიდევ რამდენჯერმე სცადა დაქორწინება, თუმცა ამაოდ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Anthony, Raoul: Identification et Étude des Ossements des Rois de Navarre inhumés dans la Cathédrale de Lescar, Masson, Párizs, 1931. URL: Lásd Külső hivatkozások
| |||||