ვილემ ეინტჰოვენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ვილემ ეინტჰოვენი
ნიდერლ. Willem Einthoven
Willem Einthoven 01.jpg
დაბ. თარიღი 21 მაისი 1860(1860-05-21)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8]
დაბ. ადგილი სემარანგი ან Samarang[8]
გარდ. თარიღი 29 სექტემბერი 1927(1927-09-29)[9] [2] [3] (67 წლის)
გარდ. ადგილი ლეიდენი[9]
დასაფლავებულია ნიდერლანდები და სამხრეთი ჰოლანდია
მოქალაქეობა Flag of the Netherlands.svg ნიდერლანდების სამეფო
სამეცნიერო სფერო ფიზიოლოგია
მუშაობის ადგილი ლაიდენის უნივერსიტეტი[8] და ლაიდენის უნივერსიტეტი[6]
ალმა-მატერი უტრეხტის უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი დოქტორის ხარისხი[8]
ჯილდოები ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში[10] [11], ეროვნულ გამომგონებელთა დიდების დარბაზი[12] და სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი

ვილემ ეინტჰოვენი (ნიდერლ. Willem Einthoven; დ. 21 მაისი, 1860, სემარანგი, კუნძ. იავა, ჰოლანდიის ოსტინდოეთი, ახლანდ. ინდონეზია, — გ. 29 სექტემბერი, 1927) — ნიდერლანდელი ელექტროფიზიოლოგი. 1924 წელს გულის კუნთის ელექტროფიზიოლიოგიური თვისებების აღმოჩენისა და ელექტროკარდიოგრაფის შექმნისთვის მიენიჭა ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში.

დაიბადა კუნძულ იავაზე სამხედრო ექიმის ოჯახში. მამის გარდაცვალების შემდეგ, 1870 წელს ოჯახი ჰოლანდიაში დაბრუნდა. 1885 წელს ეინტჰოვენმა უტრეხტის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხი მიიღო, 1886 წლიდან გარდაცვალებამდე ლეიდენის უნივერსიტეტის ფიზიოლოგიის პროფესორი იყო. 1903 წელს შექმნა სიმიანი გალვანომეტრი (ეინტჰოვენის გალვანომეტრი), რომლის მეშვეობითაც გულის კუნთის შეკუმშვით წარმოქმნილი ელექტრული პოტენციალის ცვლილებების გაზომვა და გრაფიკული რეგისტრაცია მოახდინა. ამ მეთოდს თავადვე ელექტროკარდიოგრაფია უწოდა. ეინტჰოვენმა დაადგინა, რომ გულის სხვადასხვა დაავადების დროს აღძრული იმპულსების ტიპები განსხვავებული იყო. 1908-1913 წლებში მან დეტალურად შეისწავლა გულის კუნთის ნორმალური მუშაობის ელექტროფიზიოლოგიური მახასიათებლები, განსაზღვრა ელექტროკარდიოგრამის ჩასაწერად ელექტროდების განლაგების წერტილები და დაადგინა სტანდარტული განხრები, რომლებიც დღემდე გამოიყენება. ეინტჰოვენის ხელსაწყოს კლინიკურ პრაქტიკაში დანერგვა უკავშირდება ბრიტანელ ექიმ ტომას ლიუისს, რომელსაც ეინტჰოვენთან ხანგრძლივი და ნაყოფიერი მიმოწერა ჰქონდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Willem Einthoven — 2009.
  2. 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. Who Named It?
  5. KNAW Past Members
  6. 6.0 6.1 Leidse Hoogleraren
  7. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 Onze HoogleerarenRotterdam: Nijgh & Van Ditmar, 1898. — გვ. 19. — 363 გვრ.
  9. 9.0 9.1 Эйнтховен Виллем // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  10. http://www.nobelprize.org/nobel_prizes/medicine/laureates/1924/
  11. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  12. http://www.invent.org/honor/inductees/inductee-detail/?IID=377