ერებრე
ქალაქი | |
---|---|
ერებრე შვედ. Örebro | |
ერებრეს ციხესიმაგრე | |
ქვეყანა | შვედეთი |
კოორდინატები | 59°16′00″ ჩ. გ. 15°13′00″ ა. გ. / 59.26667° ჩ. გ. 15.21667° ა. გ. |
დაარსდა | 1200 |
ფართობი | 49,27 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 34±1 მეტრი |
მოსახლეობა | 107 038 კაცი (2010) |
სიმჭიდროვე | 2 172 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+1, ხოლო ზაფხულში UTC+2 |
სატელეფონო კოდი | 019 |
საფოსტო ინდექსი | 701 XX–703 XX |
ოფიციალური საიტი | orebro.se |
ერებრე (შვედ. Örebro) — ქალაქი შვედეთში, ოსტენის ლენის დედაქალაქი. 2010 წლის მონაცემებით მისი მოსახლეობა 107 038 ადამიანია.[1]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1404 წლისთვის, სამეფო ქართიის საფუძველზე, ერებრემ ქალაქის სტატუსი მიიღო.
ერებრე ლიტერატურულად ხრეშიან ნაპირებს შორის გადებულ ხიდს ნიშნავს. მართლაც, ქალაქი ასე გამოიყურება. შუა საუკუნეებში ქალაქი ვაჭრობის ცენტრი იყო და წერილობით დოკუმენტში პირველად XIII საუკუნეში იხსენიება. არსებობის პირველი დღეების ნაგებობებს მიეკუთვნება ქალაქის ეკლესიის საძირკველი, რომელიც შემდეგში რამდენჯერმეა გადაკეთებული. ქალაქის ბუნებრივ ცენტრში, მდინარე სვარტენში მდებარე კუნძულზე აღმართულია ერებრეს ციხესიმაგრე, რომელიც ქალაქს ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებად ყოფს. ციხე XIII საუკუნის ადრეულ წლებში, ბირგერ იარლის მმართველობისას აშენდა, 1560-იან წლებში კი გუსტავ ვაზას მმართველობისას იგი გაფართოვდა და გადაკეთდა.
ერებრეს ისტორიის მნიშვნელოვან მოვლენებს მიეკუთვნება 1810 წლის ასამბლეის შეხვედრა, სადაც ჟან-ბატისტ ბერნადოტი კრონ-პრინცად აირჩიეს.
მიუხედავად ვაჭრობის განვითარებისა, XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე ერებრე პატარა ქალაქად რჩებოდა, ამ პერიოდიდან კი ფეხსაცმლის ინდუსტრიის განვითარებასთნ ერთად ქალაქმა სწრაფი ზრდა დაიწყო.
გეოგრაფია და კლიმატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ერებრესა და მისი მიმდებარე ტერიტორიისათვის დამახასიათებელია დაბალი ტემპერატურა, ნოტიო კონტინენტური კლიმატი, რასაც არბილებს ახლომდებარე წყლები და გოლფსტრიმის დინება.
დაძმობილებული ქალაქები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლოძი, პოლონეთი, 2001-დან [2]
- დრამენი, ნორვეგია
- კოლდინგი, დანია
- ლაპეენრანტა, ფინეთი
- სტიკისჰოულმური, ისლანდია
- იანტაი, ჩინეთი
- ტერასა, ესპანეთი
- პო, საფრანგეთი
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
ერებრეს უნივერსიტეტი
-
წიგნის მაღაზია
-
ერებრეს ციხესიმაგრე
-
ოლაუს პეტრის ეკლესია
-
ადგილობრივი გაზეთის ოფისი
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Tätorter 2010 Swedish with English summary (pdf). Statistics Sweden. ციტირების თარიღი: 2011-09-26.
- ↑ Twin Cities English and Polish. The City of Łódź Office. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-10-09. ციტირების თარიღი: 2008-10-23.