სხოკლანდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხოკლანდი და მისი შემოგარენი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iii, v
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 52°38′30″ ჩ. გ. 5°46′30″ ა. გ. / 52.64167° ჩ. გ. 5.77500° ა. გ. / 52.64167; 5.77500
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1995  (მე-19 სესია)
ნომერი 739
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 739
ინგლ.რუს.ფრ.

სხოკლანდი (ნიდ. Schokland) — ყოფილი კუნძული ნიდერლანდების ზიოიდერზეს უბეში. კუნძულის სტატუსი მან მაშინ დაკარგა, როდესაც 1942 წელს ნორდოსტპოლდერის მუნიციპალიტეტი ზღვას გამოსტაცეს.

შუა საუკუნეებში ზღვის დონის აწევის შედეგად წარმოქმნილი სხოკლანდი მიმზიდველ სამოსახლო არეალად გადაიქცა, მაგრამ XIX საუკუნეში მეტად გაიზარდა დატბორვის საფრთხეები. ამ დროისთვის მოსახლეობამ კუნძულის ყველაზე მაღლა მდებარე ნაწილებისკენ დაიწყო გადასახლება. 1825 წლის ძლიერმა დატბორვამ მასიური ნგრევა გამოიწვია, 1859 წელს კი მთავრობამ კუნძულზე დასახლებები გააუქმა.

დღეს სხოკლანდი მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლია, სადაც შექმნილია სხოკლანდის მუზეუმი. 1995 წელს, ყოფილი კუნძული იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: