ფრიზის კუნძულები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფრიზის კუნძულები
მშობ. სახელი: ნიდერლ. Waddeneilanden;
გერმ. Friesischen Inseln
გეოგრაფია
მდებარეობა ჩრდილოეთის ზღვა
კოორდინატები 53°57′ ჩ. გ. 8°30′ დ. გ. / 53.950° ჩ. გ. 8.500° დ. გ. / 53.950; -8.500
ფართობი 1047,49 კმ²
დემოგრაფია
მოსახლეობა 81 341

ფრიზის კუნძულები (ფრისლანდის კუნძულები; ნიდერლ. Waddeneilanden; გერმ. Friesischen Inseln) — კუნძულთა ჯგუფი ჩრდილოეთის ზღვაში. ეკუთვნის ნიდერლანდებს, გერმანიასა და დანიას. მთლიანი ფართობია — 1047,49 კმ². უდიდესი კუნძულია ტექსელი (ფართობი — 463,28 კმ²).

გადაჭიმულია ნიდერლანდების (დასავლეთი ფრიზის კუნძულები) გერმანიის (აღმოსავლეთი ფრიზის კუნძულები და ჩრდილოეთი ფრიზის კუნძულების ჩრდილოეთი ნაწილი) სანაპიროების გასწვრივ 250 კმ-ზე. ევროპის კონტინენტს დაშორებულია 5-32 კმ-ით. ფრიზის კუნძულები წარმოადგენს ზღვისგან გადარეცხილი კონტინენტის ძველ ნაპირს. კონტინენტიდან გამოყოფილია ქვიშის ზოლით, რომელიც მოქცევის დროს წყლით იფარება. ზედაპირზე დიუნებია (სიმაღლე 20 მ-მდე) და ნაწილობრივ მარშები, რომელზედაც კულტურული მდელოებია დაშენებული. სახელი ეწოდა ფრიზის (ფრისლანდიის) მიხედვით, რომელიც დასახლებული იყო გერმანიკული წარმოშობის ხალხით — ფრიზებით.

არის ნაკრძალი. ფრიზის კუნძულების რაიონშია მრავალი დიდი მდინარის შესართავი, მათ შორის აღსანიშნავია: ელბა, ემსი და ვეზერი. განვითარებულია ტურიზმი, გვხვდება კურორტები, ბევრია ზღვის ფრინველი. თევზჭერა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]