სევანის ტბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სევანი
სომხ. Սևան, Սևանա լիճ
Sevan aerial.jpg
კოორდინატები: 40°19′ ჩ. გ. 45°21′ ა. გ. / 40.317° ჩ. გ. 45.350° ა. გ. / 40.317; 45.350
მდებარეობა სომხეთის დროშა სომხეთი
სიმაღლე ზღვის დონიდან 1896 
ფართობი 1200 კმ²
მოცულობა 33,2 კმ³
საშუალო სიღრმე 28,5 
მაქსიმალური სიღრმე 78,4 
გამომდინარე მდინარე რაზდანი
სევანის ტბა — სომხეთი
სევანის ტბა
Commons-logo.svg მედიაფაილები ვიკისაწყობში

სევანი, გოქჩა[1], გოგჩა[2] [თურქ. „ლურჯი წყალი“] (სომხ. Սևանա լիճ), ქართულ წყაროებში გელაქუნი[3]ტბა სომხეთში. უდიდესია კავკასიაში. ფართობი — 1200 კმ². საშუალო სიღრმე — 28,5 მ, მაქსიმალური — 83 მეტრი. მდებარეობს ამიერკავკასიის ვულკანურ მთიანეთში, დაახლოებით 1900 მ სიმაღლეზე. ტბას ჩრდილო-დასავლეთით ეკვრის ბამბაკის ქედი, ჩრდილო-აღმოსავლეთით შაჰდაღის ქედი, დასავლეთითა და სამხრეთით გეღამისა და ვარდენისის ქედები. სევანის ტბას უკავია მთათაშორისი ტექტონიკური ქვაბულის ცენტრალური ნაწილი. ორი მოპირისპირე კონცხით იყოფა მცირე სევანად (ჩრდილო-დასავლეთი) და დიდ სევანად (სამხრეთ-აღმოსავლეთი). მცირე სევანში მდებარე კლდოვან კუნძულზე, რომელიც ტბის დონის დაწევის შემდეგ ნახევარკუნძულადაა გადაქცეული, მდებარეობს IX საუკუნის არქიტექტურული ძეგლი — სევანის მონასტერი. სევანის ტბაში ჩადის 28 პატარა მდინარე. გამოდის მდინარე რაზდანი. ტბის მთავარი მასაზრდოებელია ზედაპირული ჩამონადენი (727 მლნ. მ³ წელიწადში). წყლის ტემპერატურა ზედაპირზე ივლის-აგვისტოში 17-19 °C, იანვარ-თებერვალში — 1,5-1,8 °C. ძლიერ ყინვიან ზამთარში ტბა მთლიანად იყინება. მდიდარია თევზით. ტბის წყალი და მდინარე რაზდანი გამოყენებულია სევანის ჰიდროელექტროსადგურის კასკადისათვის. გაყვანილია არფა-სევანის გვირები, რითაც მდინარე არფის წყალი შედის სევანში. სევანის ტბის ნაპირზეა სევანი. ბუნებრივი ეროვნული პარკი.

სევანის ტბა ნახსენებია ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსში „გოგჩა“.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტბის სანაპიროს პანორამა ქალაქ სევანთან


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 265.
  2. ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 73.
  3. გელაქუნი. უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.]. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა (2006). ციტირების თარიღი: 2016-05-03.