ბარძრუნის ტბა
ბარძრუნი | |
---|---|
Բարձրունի լիճ | |
![]() ბარძრუნის ტბა | |
კოორდინატები: 39°32′07″ ჩ. გ. 45°31′10″ ა. გ. / 39.53528° ჩ. გ. 45.51944° ა. გ. | |
მდებარეობა | ![]() |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 2470 მ |
სიგრძე | 0,2 კმ |
სიგანე | 0,12 კმ |
ფართობი | 0,016 კმ² |
სანაპირო ზოლის სიგრძე | 0,5 კმ |
ბარძრუნი (სომხ. Բարձրունի լիճ) — ტბა სომხეთში. მდებარეობს ვაიოცძორის პროვინციაში, აზერბაიჯანის (ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკა) საზღვრის სიახლოვეს, აიოძორის ქედის დასავლეთ ფერდობზე, ზღვის დონიდან 2470 მეტრ სიმაღლეზე. უახლოესი დასახლებული პუნქტია - სოფელი ბარძრუნი, ხოლო ახლომდებარე სოფლებია სერსი და მარტიროსი.
ტბა მხოლოდ წვიმის წყლით საზრდოობს, ზამთარში მისი ზედაპირი ყინულით იფარება. ბარძრუნის უდიდესი სიგრძე 200 მეტრია, ხოლო სიგანე 120 მეტრი. სანაპირო ხაზის სიგრძე 0,5 კმ-ია[1][2].
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|