ვოღჯი
იერსახე
| ვოღჯი აზერ. Oxçuçay, სომხ. Ողջի | |
|---|---|
|
| |
| ქვეყანა |
|
| ტერიტორიული ერთეულები |
ზანგილანის რაიონი სიუნიქის პროვინცია |
| ქალაქები | ქაჯარანი, კაპანი |
| სათავე |
მცირე კავკასიონი, (სომხეთი) 39°09′24″ ჩ. გ. 46°06′17″ ა. გ. / 39.15667° ჩ. გ. 46.10472° ა. გ. |
| შესართავი |
მდინარე არაქსი 39°01′48″ ჩ. გ. 46°43′11″ ა. გ. / 39.03000° ჩ. გ. 46.71972° ა. გ. |
| სიგრძე | 82 კმ |
| აუზის ფართობი | 1175 კმ² |
|
| |
ვოღჯი (აზერ. Oxçuçay, სომხ. Ողջի) — მდინარე მცირე კავკასიონის სამხრეთით. მდინარე არაქსის მარცხენა შენაკადი. გაედინება სომხეთსა და აზერბაიჯანში. ზემო დინებაში მდინარე ვოღჯი მიედინება ღრმა კანიონში, რომელიც თანდათან ფართოვდება და ქალაქ კაპანის ახლოს გადის ფართო ხეობაში. საზრდოობა — შერეულია. წყლის ხარჯი 9,6 მ³/წმ.
მის ნაპირებზე მდებარეობს ქალაქები: კაპანი და ქაჯარანი. მდინარეზე აშენებულია კაპანის და ვოღჯის ჰესები.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აზერბაიჯანის მდინარეები დაარქივებული 2008-02-23 საიტზე Wayback Machine.
| |||||||||||||