ახურიანი
იერსახე
| ახურიანი | |
|---|---|
|
| |
| ქვეყანა |
|
| სათავე | არფილჭის წყალსაცავი |
| სიგრძე | 186 კმ |
| აუზის ფართობი | 9670 კმ² |
ახურიანი, დასავლეთი არფაჩაი — მდინარე არაქსის მარცხენა შენაკადი, ზემო დინება სომხეთის ტერიტორიაზეა, შუა და ქვემო დინებაში სომხეთ-თურქეთის საზღვარს გასდევს. სიგრძე 186 კმ, აუზის ფართობი 9670 კმ2. გამოედინება 1950 წელს შექმნილი არფილჭის წყალსაცავიდან. იყენებენ სარწყავად. ახურიანის მარჯვენა ნაპირზეა ძველი სომხეთის დედაქალაქი ანისი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 110.
| |||||||||||||