კეჩუთის წყალსაცავი
კეჩუთის წყალსაცავი | |
---|---|
Կեչուտի ջրամբար | |
![]() ახურიანის წყალსაცავი სომხეთის მხრიდან | |
კოორდინატები: 39°47′54″ ჩ. გ. 45°39′22″ ა. გ. / 39.79833° ჩ. გ. 45.65611° ა. გ. | |
მდებარეობა | ![]() |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 1920 მ |
მოცულობა | 0.023 კმ³ |
სანაპირო ზოლის სიგრძე | 8.5 კმ |
საშუალო სიღრმე | 20 მ |
კეჩუთის წყალსაცავი (სომხ. Կեչուտի ջրամբար) — წყალსაცავი სომხეთში. მდებარეობს ვაიოცძორის პროვინციაში, საკურორტო ქალაქ ჯერმუკიდან სამხრეთით 3.5 კმ-ში, ზღვის დონიდან 1920 მეტრ სიმაღლეზე. წყალსაცავი აგებულია მდინარე არფაზე. წყალსაცავის აშენდა 1981 წელს და მისი ფართობი 145 ჰექტარია, საერთო მოცულობა - 23 მილიონი მ³, საშუალო სიღრმე - 20 მ, სანაპირო ხაზის სიგრძე - 8.5 კმ. წყლის რესურსების რეგულირებისთვის წყალსაცავიდან მილსადენის საშუალებით წყალი სევანში ჩაედინება.[1]
2007 წლის ბოლოს დასრულდა წყალსაცავის სარესტავრაციო სამუშაოები.[2]
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Verona Rest House
- ↑ HAYINFO Кечутское водохранилище Армении будет восстановлено до конца года. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2015-10-04.
|