აზატი (სომხ.Ազատ) — მდინარესომხეთში. მდინარე არაქსის მარცხენა შენაკადი. წარმოიქმნება გეღამის ქედის სამხრეთ დასავლეთ კალთაზე მდინარეების გოხტისა და ვოსკეჯურის შეერთების შედეგად. აქვს ქვიანი ფსკერი. წყლის ხარჯი: შესართავთან 6,51 მ3/წმ. მაქსიმალური 35,9 მ3/წმ. მდინარის წყალს გამოიყენებენ სარწყავად. მის შუა დინებაში აშენებულია აზატის წყალსაცავი.
მდინარის ზემო დინებაში მდებარეობს "UNESCO"-ს მიერ დაცული ცნობილი გეღარდის მონასტერი, ხოლო მარჯვენა სანაპიროზე გაშენებულია სოფელი გარნი.