სომხეთის წყლის რესურსები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სომხეთის მდინარეებისა და მათი აუზების რუკა

სომხეთი წყლის რესურსებით მდიდარი ქვეყანაა. აქ დაახლოებით 9480 მდინარეა, საიდანაც 379-ის სიგრძე 10 კილომეტრს აჭარბებს და 100-ზე მეტი ტბა, რომელთა ნაწილიც ზაფხულობით შრება; სომხეთს მთელი მისი არსებობის მანძილზე „მდინარეებისა და ტბების მიწას“ ეძახდნენ. სომხეთის ზედაპირული წყლების რაოდენობა 4,7 %-ს შეადგენს.

სომხეთის ზედაპირული წყლების მარაგი 7.7 მილიარდი მ³-ით ფასდება, მათ შორის 940 მილიონი მ³ დამატებითი ტრანსსასაზღვრო წყლებია[1].

მდინარეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდინარე აზატი
Searchtool-80%.png მთავარი სტატია : სომხეთის მდინარეები.

სომხეთის ტერიტორიაზე დაახლოებით 9480 მცირე და დიდი მდინარე არსებობს, რომელთა საერთო სიგრძე 23000 კილომეტრია, ხოლო 379 მათგანის სიგრძე 10 კილომეტრს აჭარბებს. სომხეთში მიწისქვეშა წყლებით მოსაზრდოვე მდინარეებს განეკუთვნებიან: მეწამორი, შაქი, ლიჩქი, ზედაპირული — დებედა, აღსთაფა, ახუმი, მეღრი, ვოღჯი.

სომხეთის მდინარეები სამხრეთ კავკასიის ორი უდიდესი მდინარის არაქსისა და მტკვრის შენაკადებია. სომხეთის უდიდესი მდინარეა — არაქსი, რომელიც სომხეთ-ირანისა და სომხეთ-თურქეთის საზღვარზე გაედინება. მისი მთავარი შენაკადებია — ახურიანი, ქასაღი, რაზდანი, აზატი, არფა, ვოროტანი და ვოღჯი. ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე შედარებით დიდი მდინარეებია — დებედა და აღსთაფა, შედარებით მცირე — ძორაგეტი და ფამბაკი.

ამ ცხრილში მოცემულია სომხეთის ტერიტორიაზე გამდინარე 50 კილომეტრზე უფრო გრძელი მდინარეების სია:

მდინარე სიგრძე სომხეთის ტერიტორიაზე (კმ)
ახურიანი 186
ვოროტანი 119
არაქსი 158
რაზდანი 141
არფა 126
აღსთაფა 99
დებედა 152
ქასაღი 89
ვოღჯი 88
ფამბაკი 86
ძორაგეტი 71
გეტიკი 58
ვედი 58
აზატი 56
არგიჭი 51[2]

ტბები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : სომხეთის ტბები.

სომხეთის ტერიტორიაზე 100-ზე მეტი მცირე ტბაა, რომელთა ნაწილიც მშრალ სეზონზე შრება. სიდიდითა და სასოფლო-სამეურნეო მნიშვნელობის მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანი ტბებია სევანი და არფი. დანარჩენ ტბებს მხოლოდ ადგილობრივი მნიშვნელობა აქვთ. ფართობის მიხედვით სომხეთის უდიდესი ტბაა სევანი, მას მოჰყვენიან არფილიჭი, სევლიჭი და აკნალიჭი.[3] სომხეთის ტბების წყლის რესურსების საერთო მარაგი 39,3 მილიარდი მ³-ით ფასდება.

ამ ცხრილში მოცემულია სომხეთის უდიდესი ტბების სია:

ტბა პროვინცია ფართობი (კმ²)
სევანი გეღარქუნიქი 1 243 км²
არფი შირაკი 22
სევლიჭი სიუნიქი 2
აკნალიჭი კოტაიქი 0,53
ქარი არაგაწოტნი 0,12
აიგრლიჭი არმავირი -
ლესინგლიჭი ტავუში -
პარზი ტავუში 0,03

წყალსაცავები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : სომხეთის წყალსაცავები.

სომხეთში 74 წყალსაცავია, რომელთა საერთო მოცულობა 988 მილიონი მ³-ია. კიდევ 13 მშენებლობის პროცესშია. სომხეთის ტერიტორიაზე ყველაზე დიდი წყალსაცავია — ახურიანის, მისი მოცულობა 525 მილიონ მ³-ს შეადგენს. აღნიშნული წყალსაცავები გამოიყენება სარწყავად, ენერგეტიკაში, თევზჭერისა და რეკრეაციისთვის[4].

მიწისქვეშა წყლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სომხეთის მიწისქვეშა წყლების მარაგი 4.017 მილიარდი მ³-ით ფასდება და არათანაბრად არის განაწილებული. დაახლოებით 70% არარატის ვაკისკენ მიედინება, რომელთა წყლის რესურსები 40-დან 300 მეტრ სიღრმეზე მდებარეობენ. სომხეთში მიწისქვეშა წყლები წყლის ბალანსის კუთხით მნიშვნელოვან როლს თამაშობს. სომხეთის სასმელი წყლის დაახლოებით 96 %, მიწისქვეშა წყაროების შედეგად წარმოიქმნება. ეს წყალი ძალიან სუფთა და მაღალი ხარისხით ხასიათდება. წლის განმავლობაში წარმოიქმნება დაახლოებით 3 მილიარდი მ³ მიწისქვეშა წყალი, საიდანაც დაახლოებით 1,6 მილიარდი მ³ წყაროების სახით წარმოიქმნება, 1,4 მილიარდი მ³ ტბებისა და მდინარეების სახით გამოიყენება[5].

წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სომხეთის ტერიტორიაზე სულ დაახლოებით 8000-მდე წყაროა[6].

ჩანჩქერები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვემოთ მოცემულია სომხეთის ჩანჩქერებისა და მათი სიმაღლეების სია.

ჩანჩქერი სომხური სახელი მდინარე სიმაღლე (მ) პროვინცია
ქასაღის Քասախի ջրվեժ ქასაღი 70 არაგაწოტნი
ჯერმუკის Ջերմուկի ջրվեժ ჯერმუკი 68 ვაიოცძორი
ტრჩკანი Թռչկան ջրվեժ ჩიჩხანი 25,5 ლორე
შაქის Շաքիի ջրվեժ შაქი 18 სიუნიქი
წავის Ծավի ջրվեժ წავი 15 სიუნიქი
შიკაჰოღის Շիկահողի ջրվեժ შიკაჰოღი 10 სიუნიქი[7]
ხოსროვის Խոսրովի ջրվեժ გოხტი 8 კოტაიქი
ლალვარის Լալվարի ջրվեժ ლალვარი 8 ლორე
გეღაროტის Գեղարոտի ջրվեժ გეღაროტი 6 არაგაწოტნი
ვოროტანის Որոտանի ջրվեժ ვოროტანი 6 სიუნიქი
ჰერჰერის Գերգերի ջրվեժ ჰერჰერი 6 ვაიოცძორი
ამასიის Ամասիաի ջրվեժ ამასია 6 შირაკი
მანთაშის Մանթաշի ջրվեժ მანთაში 5 შირაკი
ამბერდის Ամբերդի ջրվեժ ამბერდი 4 არაგაწოტნი
აღსტევის Աղստևի ջրվեժ აღსტევი 3 ტავუში
გეტიკვანქი Գետիկվանք ջրվեժ ვაიოცძორი
ქარავაზი Քարավազ ջրվեժ ვაიოცძორი
ქაპუნჯუხი სიუნიქი
შინუაირი სიუნიქი
აღვანი სიუნიქი
ვარდანიძორი სიუნიქი
აჯიბაჯი სიუნიქი
ფარავაძორი სიუნიქი

ჭაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდინარე არაქსის ხეობაში ბევრი დაჭაობებული ტერიტორიაა. სომხურ მხარეს აღსანიშნავია ხორ-ვირაპის ჭაობი, რომელიც მდინარე არაქსის ისტორიულ კალაპოტში მდებარეობს, ასევე მეწამორის ჭაობიანი სისტემა, რომელშიც შედის აიგრლიჭის ტბა, მდინარე სევჯური და მისი მიმდებარე ჭაობიანი ადგილები[8].

სომხეთის ტერიტორიაზე ჭაობები აგრეთვე გვხვდება ლორეს ქვაბულში[9], მასრიკის ვაკეზე.[9], სევანის ნახევარკუნძულიდან სამხრეთ-დასავლეთით 1,5 კილომეტრში[10], სომხური სამოციქულო ეკლესიის მონასტერ — ხორ-ვირაპის სიახლოვეს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]