არფა (მდინარე)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ არფა.
არფა
Arpariver.jpg
ქვეყნები სომხეთი, აზერბაიჯანი
სათავე სომხეთი
სიგრძე 128 კმ
აუზის ფართობი 572 კმ²

არფა, აღმოსავლეთი არფაჩაი (აზერბ. Arpaçay; სომხ. Արփա) — მთის მდინარე სომხეთსა და ნახჭევანში (აზერბაიჯანი), მდინარე არაქსის მარცხენა შენაკადი. სიგრძე — 128 კმ, აუზის ფართობი — 2630 კმ². სათავე აქვს ზანგეზურის ქედზე. შუაწელში მიედინება მთათაშუა ქვაბულში. იყენებენ სარწყავად, რის გამოც ზაფხულობით ვერ აღწევს მდინარე არაქსამდე. მდინარის ზემო დინებაშია კურორტი ჯერმუკი. შენდება გვირაბი (48,6 კმ), რომლითაც არფა სევანის ტბაში ჩავა. საზრდოობს მდნარი თოვლითა და წვიმის წყლით. მდინარეზე არის ჰესი და წყალსაცავი.