ვაღარშაპატი
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ვაღარშაპატი Վաղարշապատ | |||||
![]() ეჩმიაძინი | |||||
| |||||
ქვეყანა |
![]() | ||||
მარზი | არმავირი | ||||
კოორდინატები | 40°10′00″ ჩ. გ. 44°18′00″ ა. გ. / 40.16667° ჩ. გ. 44.30000° ა. გ. | ||||
დაარსდა | ძვ. წ. IV საუკუნე | ||||
ადრეული სახელები | ვარდკესავანი, ვაღარშაპატი | ||||
ფართობი | 13 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 853±1 მეტრი | ||||
ოფიციალური ენა | სომხური ენა | ||||
მოსახლეობა | 51 280 კაცი (2001) | ||||
ეროვნული შემადგენლობა | სომხები | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||||
სატელეფონო კოდი | +374 (231) | ||||
საფოსტო ინდექსი | 1101–1109 | ||||
ოფიციალური საიტი | https://ejmiatsin.am | ||||
![]() |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1011 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ვაღარშაპატი (სომხ. Վաղարշապատ; 1945 წლიდან 1992 წლამდე ეჩმიაძინი, სომხ. Էջմիածին) — ქალაქი სომხეთში, სომხური სამოციქულო ეკლესიის კათალიკოსის საბრძანებელი. მდებარეობს არმავირის პროვინციაში, ერევნიდან დასავლეთით 20 კმ-ში.
ქალაქი თავდაპირველად დაარსდა როგორც ვარდკესავანი ძვ. წ. IV ან III საუკუნეში. მეფე ვაღარშ I-მა (117–140) მას სახელი შეუცვალა და ვაღარშაპატი დაარქვა, რაც დღემდე რჩება ქალაქის ოფიციალურ სახელად. რამდენიმე ათწლეულში იგი სომხეთის დედაქალაქი ხდება და IV საუკუნემდე ქვეყნის უმნიშვნელოვანეს ქალაქს წარმოადგენს.
ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობაა ეჩმიაძინის ტაძარი. გადმოცემის თანახმად, იგი თავადპირველად ააგო წმ. გრიგოლ განმანათლებელმა 301–303 წლებში. V საუკუნის სომხური წერილობითი წყაროების მიხედვით, წმ. გრიგოლს გამოეცხადა ქრისტე, რომელმაც ტაძრის ასაშენებელი ადგილის მისათითებლად მიწას მეხი სტყორცნა ოქროს ჩაქუჩით. შესაბამისად, პატრიარქმა ეკლესიასა და თვით ქალაქსაც ეჩმიაძინი დაარქვა, რაც დაახლოებით ნიშნავს: „ადგილი სადაც მხოლოდშობილი დაეშვა“.
480 წელს ვაჰან მამიკონიანის ბრძანებით ნანგრევებად ქცეული ბაზილიკა შეიცვალა ახალი ჯვრის ფორმის ეკლესიით. 618 წელს ხის გუმბათი შეცვალა ქვისამ, რომელიც ოთხ მასიურ საყრდენზე იდგა, რომელიც თავის მხრივ კონსტრუქციის გარე კედლებს აერთიანებდა არკადიებით. ტაძარმა დღემდე სწორედ ამ ფორმით მოაღწია. ეჩმიაძინის სამონასტრო კომპლექსში ინახებოდა შუა საუკუნეების სომხურ ხელნაწერთა უდიდესი კოლექცია, რომელიც მოგვიანებით მატენადარანს გადაეცა.
მთავარი საკათედრო ტაძრის გარდა ქალაქში კიდევ ორი მნიშვნელოვანი ეკლესიაა. წმ. გაიანეს ეკლესია გამოირჩევა მისი ჰარმონიული პროპორციებით. აგებულ იქნა 630 წელს, ხოლო XVII საუკუნეში საუკუნეში კი მნიშვნელოვნად გაფართოვდა. წმ. რიფსიმეს ეკლესია 618 წელს აიგო და დღემდე უცვლელის სახით შემორჩა. ეს ორი ეკლესია, საკათედრო ტაძარი და ახლომდებარე არქეოლოგიური ზონა ზვართნოცი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი.
გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წმ. რიფსიმეს ეკლესია
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Armenia Photos: The Holy City of Etchmiadzin დაარქივებული 2009-10-02 საიტზე Wayback Machine.
- Etchmiadzin Old Photos დაარქივებული 2014-08-16 საიტზე Wayback Machine.
- Etchmiadzin: UNESCO[მკვდარი ბმული]
|
|