ახურიანის წყალსაცავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ახურიანის წყალსაცავი
Arpaçay Barajı
Ախուրյանի ջրամբար
ახურიანის წყალსაცავი სომხეთის მხრიდან
ახურიანის წყალსაცავი სომხეთის მხრიდან
კოორდინატები: 40°33′47″ ჩ. გ. 43°39′16″ ა. გ. / 40.5632417° ჩ. გ. 43.6545167° ა. გ. / 40.5632417; 43.6545167
მდებარეობა თურქეთის დროშა თურქეთი
სომხეთის დროშა სომხეთი
სიმაღლე ზღვის დონიდან 1600 
სიგრძე 20 კმ
ფართობი 54 კმ²
მოცულობა 0.525 კმ³
მაქსიმალური სიღრმე 59(კაშხალი)[1] 
ახურიანის წყალსაცავი — თურქეთი
ახურიანის წყალსაცავი
ახურიანის წყალსაცავი — სომხეთი
ახურიანის წყალსაცავი

ახურიანის წყალსაცავი (თურქ. Arpaçay Barajı; სომხ. Ախուրյանի ջրամբար) — წყალსაცავი სომხეთისა და თურქეთის ტერიტორიებზე. მდებარეობს მდინარე ახურიანზე[2][3]. წყალსაცავის ზედაპირის ფართობი 54 კმ²-ია, ხოლო მოცულობა 525 მილიონი მ³[2][3]. ის ერთ-ერთი უდიდესი წყალსაცავია კავკასიის რეგიონში და ფართობით მხოლოდ მინგეჩაურისა და შამქორის წყალსაცავებს ჩამორჩება.

სომხეთში წყალსაცავის წყალს სარწყავად იყენებს არაგაწოტნის, არმავირისა და შირაკის პროვინციები[3]. ასევე სარწყავად გამოიყენება წყალი თურქეთშიც. ყარსისა და არდაჰანის პროვინციებში ყოველწლიურად 70 000 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწები ირწყვება[4].

შექმნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1963 წლის 25 აპრილს, თურქეთსა და საბჭოთა კავშირს (ვისი ნაწილიც იმ დროს იყო სომხეთი) შორის ხელი მოეწერა მდინარე ახურიანზე კაშხლის მშენებლობის შესახებ შეთანხმებას, რომელსაც წყალსაცავში ოთხი მდინარის ჩამონადენი უნდა დაერეგულირებინა[2][5]. მისი მშენებლობა 1975 წელს დაიწყო და 1980 წელს დასრულდა[6], ხოლო ექსპლუატაციაში 1980 წელს გაეშვა[2].

დაბინძურება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სომეხი მკვლევარების აზრით „წყლის სისტემა მძიმე მეტალებითა და სხვადასხვა ტოქსიკური ნივთიერებებით არის დაბინძურებული“[2].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ARPAÇAY BARAJI tr. Devlet Su İşleri Genel Müdürlüğü. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 მაისი 2012. ციტირების თარიღი: 30 August 2013.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Soghoian, Yeranuhi (8 May 2009). „Pollution in Border Reservoir Worries Armenia“. Institute for War & Peace Reporting. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 ივლისი 2019. ციტირების თარიღი: 1 August 2013.
  3. 3.0 3.1 3.2 (2007) Հայաստանի Հանրապետության Ֆիզիկաաշխարհագրական օբյեկտների համառոտ տեղեկատու-բառարան (hy). State Committee of the Real Estate Cadastre, გვ. 7. ციტირების თარიღი: 2015-10-03.  დაარქივებული 2018-05-17 საიტზე Wayback Machine.
  4. DSİ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-03. ციტირების თარიღი: 2015-10-03.
  5. Sedat Laçiner, Mehmet Özcan, İhsan Bal (2010). USAK Yearbook of International Politics and Law 2010, Vol. 3, გვ. 232. ISBN 9786054030262. 
  6. Շիրակի մարզի ջրային ռեսուրսների գյուղատնտեսական արդյունավետ օգտագործումը բերքատվության բարձրացման նպատակով hy. AgroWeb Armenia. ციტირების თარიღი: 9 August 2013.