აღსთაფა (მდინარე)
აღსთაფა | |
---|---|
| |
ქვეყანა |
![]() ![]() |
სათავე | პამბაკის ქედი |
სიგრძე | 121 კმ |
აუზის ფართობი | 2500 კმ² |
![]() |
აღსთაფა, აღსტევი, (სომხ. Աղստև, აზერბ. Ağstafacay) — მდინარე სომხეთსა და აზერბაიჯანში, მტკვრის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 121 კმ, აუზის ფართობი 2500 კმ2. სათავე აქვს პამბაკის ქედის კალთებზე, ზემოთში მიედინება ტყიან ვიწრო ხეობაში, რომელიც ქალაქ დილიჯანთან რამდენადმე ფართოვდება, ქვემოთ უფრო ვრცელ ხეობაში გამოდის. იყენებენ სარწყავად.
აღსთაფა ჩამოუდის ქალაქებს ყაზახსა და იჯევანს.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 63.