ალექსი (მოლჩანოვი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მთავარეპისკოპოსი ალექსი

მთავარეპისკოპოსი ალექსი (ერისკაცობაში — ალექსი ვასილის ძე მოლჩანოვი; დ. 1853, სარაპულის მაზრა, ვიატკის გუბერნია — გ. 20 მაისი, 1914, ტფილისი) — რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავარი. საქართველოს ეგზარქოსი (2 ნოემბერი, 191320 მაისი, 1914).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა მღვდლის ოჯახში. 1885 წელს ეკურთხა მღვდლად. 1888 წელს მიიღო ღვთისმეტყველების მაგისტრის წოდება. 1899 წელს აღიკვეცა ბერად. 1900 წელს არქიმანდრიტის ხარისხით დაინიშნა ყაზანის სასულიერო აკადემიის რექტორად, შემდგომ ეკურთხა ეპისკოპოსად, ტობოლსკის მთავარეპისკოპოსად.

1913 წლის 2 ნოემბრიდან ალექსი საქართველოს ეგზარქოსია.[1]

მთავარეპისკოპოსი ალექსი გარდაიცვალა თბილისში 1914 წლის 20 მაისს. დაკრძალულია მშობლიურ სოფელში, ვიატკის გუბერნიაში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს ახალი ეგზარხოსი. „კლდე“. # 33, ღვინობისთვე, 1913 წ.