ნიკა გვარამია: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
მფლობელობის საკითხის დაზუსტება |
No edit summary იარლიყები: გაუქმებულია რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით გაფართოებული მობილური რედაქტირება |
||
ხაზი 36: | ხაზი 36: | ||
| პრემიერ-მინისტრი2 = [[ვლადიმერ გურგენიძე]] |
| პრემიერ-მინისტრი2 = [[ვლადიმერ გურგენიძე]] |
||
}} |
}} |
||
'''ნიკოლოზ (ნიკა) გვარამია''' (დ. [[29 ივნისი]], [[1976]], [[სოხუმი]]) — [[ქართველები|ქართველი]] იურისტი, [[პოლიტიკოსი]] და ბიზნესმენი. 2007 წლის მარტში დაინიშნა [[საქართველოს მთავარი პროკურატურა|საქართველოს გენერალური პროკურორის]] მოადგილედ. 2008 წლის 31 იანვრიდან 2008 წლის 27 ოქტომბრამდე იყო [[საქართველოს იუსტიციის სამინისტრო|საქართველოს იუსტიციის მინისტრი]]. 2008 წლის 27 ოქტომბრიდან 2009 წლის 7 დეკემბრამდე იყო [[საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო|საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი]] და ასევე კლუბის „[[რა? სად? როდის? (ტელეგადაცემა)|რა? სად? როდის?]]“ მოაზროვნე. 2012 წლის 14 ნოემბერიდან 2019 წლის 18 ივლისამდე სამაუწყებლო კომპანია „[[რუსთავი 2]]“-ის გენერალური დირექტორი. „[[მთავარი არხი]]ს“ დამფუძნებელი და მეწილე. |
'''ნიკოლოზ (ნიკა) გვარამია''' (დ. [[29 ივნისი]], [[1976]], [[სოხუმი]]) — [[ქართველები|ქართველი]] იურისტი, [[პოლიტიკოსი]] და ბიზნესმენი. 2007 წლის მარტში დაინიშნა [[საქართველოს მთავარი პროკურატურა|საქართველოს გენერალური პროკურორის]] მოადგილედ. 2008 წლის 31 იანვრიდან 2008 წლის 27 ოქტომბრამდე იყო [[საქართველოს იუსტიციის სამინისტრო|საქართველოს იუსტიციის მინისტრი]]. 2008 წლის 27 ოქტომბრიდან 2009 წლის 7 დეკემბრამდე იყო [[საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო|საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი]] და ასევე კლუბის „[[რა? სად? როდის? (ტელეგადაცემა)|რა? სად? როდის?]]“ მოაზროვნე. 2012 წლის 14 ნოემბერიდან 2019 წლის 18 ივლისამდე სამაუწყებლო კომპანია „[[რუსთავი 2]]“-ის გენერალური დირექტორი. „[[მთავარი არხი]]ს“ დამფუძნებელი და მეწილე. 2022 წლის 16 მაისს გვარამიას 3,5 წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მას ბრალად ედებოდა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. მას ასევე ბრალი ედებოდა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული. ამასთან, მას ქვეყნიდან გასვლის უფლება ჰქონდა შეზღუდული. <ref> [https://www.ambebi.ge/article/276930-nika-gvaramias-3-clit-da-6-tvit-patimroba-miesaja/ ambebi.ge] </ref> |
||
== ბიოგრაფია და პოლიტიკური კარიერა == |
== ბიოგრაფია და პოლიტიკური კარიერა == |
09:51, 16 მაისი 2022-ის ვერსია
ნიკა გვარამია | |
ნიკა გვარამია (2018) | |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
27 ოქტომბერი, 2008 – 7 დეკემბერი, 2009 | |
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | ვლადიმერ გურგენიძე გრიგოლ მგალობლიშვილი ნიკოლოზ გილაური |
წინამორბედი | გია ნოდია |
მემკვიდრე | დიმიტრი შაშკინი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
31 იანვარი, 2008 – 27 ოქტომბერი, 2008 | |
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | ვლადიმერ გურგენიძე |
წინამორბედი | ეკა ტყეშელაშვილი |
მემკვიდრე | ზურაბ ადეიშვილი |
დაბადებული | 29 ივნისი, 1976 სოხუმი, აფხაზეთის ასსრ, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა | საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
პოლიტიკური პარტია | ერთიანი ნაციონალური მოძრაობა (ყოფილი პარტია) |
მამა | ანზორ გვარამია |
მეუღლე | სოფო ლილუაშვილი |
შვილები | 3 |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
პროფესია | იურისტი |
რელიგია | მართლმადიდებელი |
ნიკოლოზ (ნიკა) გვარამია (დ. 29 ივნისი, 1976, სოხუმი) — ქართველი იურისტი, პოლიტიკოსი და ბიზნესმენი. 2007 წლის მარტში დაინიშნა საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილედ. 2008 წლის 31 იანვრიდან 2008 წლის 27 ოქტომბრამდე იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრი. 2008 წლის 27 ოქტომბრიდან 2009 წლის 7 დეკემბრამდე იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და ასევე კლუბის „რა? სად? როდის?“ მოაზროვნე. 2012 წლის 14 ნოემბერიდან 2019 წლის 18 ივლისამდე სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი. „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და მეწილე. 2022 წლის 16 მაისს გვარამიას 3,5 წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მას ბრალად ედებოდა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. მას ასევე ბრალი ედებოდა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული. ამასთან, მას ქვეყნიდან გასვლის უფლება ჰქონდა შეზღუდული. [1]
ბიოგრაფია და პოლიტიკური კარიერა
ნიკა გვარამია დაიბადა 1976 წლის 29 ივნისს ქალაქ სოხუმში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1998 წელს. ამის შემდეგ, 2000-2003 წლებში იგი საადვოკატო კომპანია შპს „სანდო“-ში მუშაობდა. 2004 წელს მუშაობდა სს „თელასში“. 2004-2007 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები “. არჩეული იყო პარტიული სიით საქართველოს ეროვნულ ძალთა გაერთიანება - კონსერვატორების პარტიიდან. იყო საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, იურიდიული საკითხთა კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის წევრი და პარლამენტის საბაჟო ტერმინალ „ოპიზასთან“ დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ და „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონების მოთხოვნათა დარღვევის საკითხის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი.
2007 წლის მარტში დაინიშნა გენერალური პროკურორის მოადგილედ, 2007 წლის 31 იანვრიდან 2008 წლის 27 ოქტომბრამდე იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ხოლო 2008 წლის 27 ოქტომბრიდან 2009 წლის 7 დეკემბრამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. აღნიშნული თანამდებობა მან საკუთარი ნებით დატოვა და იგი დიმიტრი შაშკინმა ჩაანაცვლა. პრემიერ-მინისტრის ნიკოლოზ გილაურის განცხადებით, გვარამიას სწავლის გაგრძელება სურდა, რის გამოც თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.
რუსთავი 2 და დაკავება
ნიკა გვარამია 2012 წლის 14 ნოემბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად დაინიშნა. იმავე წლის 19 დეკემბერს ის, ალეკო ხეთაგურთან, დევი კანდელაკთან და კახა დამენიასთან ერთად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, პროკურატურასთან ერთად, კორუფციის ბრალდებით დააკავა. საგამოძიებო სამსახურის განმარტებით, ისინი, არამეწარმეო მიზნით 2012 წლის ენერგოკომპანიების მიერ თითქოსდა საკონსულტაციო მომსახურებისთვის 1 000 000 აშშ დოლარის გადარიცხვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით იკითხებოდნენ. ნიკა გვარამიას დანაშაული ვერ დაუმტკიცდა და საპატიმროდან მალევე გაათავისუფლეს.[2]
„სასამართლო იყო ობიექტური და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამ ქვეყანაში ყველაზე უფრო სტაბილური ინსტიტუცია გამოდგა სასამართლო“
|
, — განაცხადა ნიკა გვარამიამ განაჩენის გამოცხადების შემდეგ.[3]
ნიკა გვარამიას მეუღლეა სოფია ლილუაშვილი. მათ ერთმანეთი თამაშებზე „რა, სად, როდის“ გაიცნეს. 2006 წელს წყვილი დაქორწინდა. მათ სამი შვილი ჰყავთ: გიკო, სანდრო და ქეთევანი.[4][5]
იხილეთ აგრეთვე
- მთავარი არხი
- საქართველოს მთავრობა
- ტელეკომპანია რუსთავი 2
- საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
რესურსები ინტერნეტში
- ნიკა გვარამია — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ნიკა გვარამია — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
სქოლიო
პოლიტიკური თანამდებობები | ||
---|---|---|
წინამორბედი: ეკა ტყეშელაშვილი |
საქართველოს იუსტიციის მინისტრი 2007-2008 |
შემდეგი: ზურაბ ადეიშვილი |
წინამორბედი: გია ნოდია |
საქართველოს განათლებისა
და მეცნიერიების მინისტრი 2008-2009 |
შემდეგი: დიმიტრი შაშკინი |
|
|