რუსთავი 2

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რუსთავი 2
შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“

რუსთავი 2
სლოგანი გამარჯვებული ხალხის ტელევიზია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მაუწყებლობის ზონა საქართველო, ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, ჩრდილოეთი აფრიკა
მაუწყებლობის არხი VHF 12
დაფუძნდა 1 ივნისი, 1994
ხელმძღვანელები ნიკა გვარამია
(გენ. დირექტორი)
www.rustavi2.com

რუსთავი 2 (რ2) — კერძო სატელევიზიო კომპანია საქართველოში. არხის მიმდინარე დაფარვა ქვეყნის მოსახლეობის დაახ. 84%-ს აღწევს. საქართველოს ფარგლებს გარეთ ვრცელდება თანამგზავრის (Turksat 3 a 42 E – იგივე Eurasiasat) მეშვეობით ევროპაში, რუსეთის ევროპულ ნაწილში, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკის აღმოსავლეთ ნაწილში.

ტელეკომპანიას ჰყავს კორესპონდენტები საქართველოს ყველა დიდ ქალაქში, ლონდონსა და პარიზში. მუდმივმოქმედი ბიუროები კი განთავსებული აქვს მოსკოვსა და ვაშინგტონში.

ტელეარხი შეიქმნა 1994 წელს, და ედუარდ შევარდნაძის მთავრობის ოპოზიციური მიმართულება ეჭირა. იმდროინდელმა მთავრობამ ტელეარხის დახურვა რამდენიმეჯერ სცადა, თუმცა უშედეგოდ — ტელეარხი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერით სარგებლობდა.

ტელეარხის თავდაპირველი მფლობელები იყვნენ ეროსი კიწმარიშვილი, დავით დვალი, ჯარჯი აქიმიძე და ნიკა ტაბატაძე. 2004 წლის ივლისიდან 2005 წლის დეკემბრამდე აჭარელი ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში ტელეარხის 90%-ს ფლობდა. ახალი მფლობელი აპოლიტიკური იყო, თუმცა ახლო კავშირი ჰქონდა ყოფილ თავდაცვის მინისტრთან ირაკლი ოქრუაშვილთან, რომელიც წლების განმავლობაში მისი ადვოკატი იყო. 2006 წლის 4 იანვარს დავით ბეჟუაშვილმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ძმამ, იყიდა რუსთავი 2-ის აქციების 22%. 2006 წლის ზაფხულში ხალვაშმა მისი აქციების დარჩენილი ნაწილი მიყიდა კომპანია გეოტრანსს, ხოლო ბეჟუაშვილმა საკუთარი აქციები საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს მიყიდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]