გიორგი ლასხიშვილი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიორგი ლასხიშვილი
დაბ. თარიღი 1866
გარდ. თარიღი 1931
საქმიანობა პუბლიცისტი
რედაქტორი
ეროვნება ქართველი
პერიოდი XIX-XX საუკუნეები
ჟანრი პუბლიციზმი

გიორგი ლასხიშვილი (დ. 1866 – გ. 1931) ქართველი პუბლიცისტი, რედაქტორი, საზოგადო მოღვაწე, სოციალისტ-ფედერალისტთა ერთ-ერთი ლიდერი. ქართული კლასიკური გიმნაზიის დამთავრების შემდეგ (1885) სწავლობდა ოდესის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც არ დაუმთავრებია, დაითხოვეს სტუდენტთა მღელვარებაში მონაწილეობის გამო. გიორგი ლასხიშვილი აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობისათვის რამდენიმეჯერ იყო დაპატიმრებული და გადასახლებული ციმბირში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ (1894) მუშაობდა "ივერიის" რედაქციაში, სადაც "ლალის" ფსევდონიმით აქვეყნებდა წერილებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებზე, თანამშრომლობდა "ნოვოე ობოზრენიეში", "მოამბეში", "კვალში". 1900-დან იყო "ცნობის ფურცელის" ფაქტობრივი რედაქტორი. 1905 წელს პარიზში ყოფნისას იყო გაზეთ "საქართველოს" ერთ-ერთი რედაქტორი. გამოიცა მისი მემუარები - 1934 წელს.[1][2]

სქოლიო[რედაქტირება]