გიორგი VII (საქართველოს მეფე)
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| გიორგი VII | |
| საქართველოს მეფე | |
| მმართ. დასაწყისი: | 1393 |
|---|---|
| მმართ. დასასრული: | 1407 |
| წინამორბედი: | ბაგრატ V |
| მემკვიდრე: | კონსტანტინე I |
| დაბ. თარიღი: | |
| გარდ. თარიღი: | 1407 |
| მეუღლე: | ნესტან-დარეჯანი (საქართველოს დედოფალი) |
| დინასტია: | ბაგრატიონები |
| მამა: | ბაგრატ V |
| დედა: | ელენე |
გიორგი VII, საქართველოს მეფე 1393-1407, ბაგრატ V-ის ძე. მამამისის სიცოცხლეშივე განაგებდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეს და წყაროებშიც ამ დროიდან იხსენიება მეფედ. გიორგი VII-ის მეფობა დაემთხვა საქართველოს ძნელბედობა - თემურლენგის შემოსევების ხანას. უთანასწორო ბრძოლაში გიორგი VII დამარცხდა და იძულებული გახდა დამპყრობელთან დაედო ზავი, რომლის თანახმად ხარკის გადახდა და სამხედრო სამსახური იკისრა.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ჩხატარაიშვილი ქ., ქსე, ტ. 3, გვ. 161, თბ., 1978
| წინამორბედი: ბაგრატ V |
საქართველოს მეფე 1393- 1407 |
შემდეგი: კონსტანტინე I |
|
|||||