ჰონორიუს III
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ჰონორიუს III, ონორე III (ლათ. Honorius PP. III; ერისკაცობაში ჩენჩიო საველინი; დ. 1148 – გ. 18 მარტი, 1227) – რომის პაპი 1216-1227 წწ.
წარმოშობით რომაელი, პირველივე წელს გვირგვინი უკურთხა ფრიდრიხ II-ს, ბარბაროსას შვილიშვილს. დაამტკიცა დომინიკანელთა და ფრანცისკანელთა ორდენები (პირველი დაარსდა 1215, მეორე კი 1208 წელს). ამაოდ ცდილობდა ჯვაროსნული ლაშქრობის მოწყობას.
| წინამორბედი: ინოკენტი III |
რომის პაპი 1216-1227 |
შემდეგი: გრიგოლ IX |
სტატიის 