ოთარ ჯანელიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოთარ ჯანელიძე
დაბ. თარიღი 24 მაისი, 1954(1954-05-24) (69 წლის)
დაბ. ადგილი საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ისტორიკოსი და პედაგოგი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ოთარ ჯანელიძე (დ. 24 მაისი, 1954) — ქართველი ისტორიკოსი და პედაგოგი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1954 წლის 24 მაისს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიასა და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში. იკვლევს საქართველოს ახალი და თანამედროვე ისტორიის პრობლემებს, ქართული კულტურის, საზოგადოებრივი აზროვნების, ემიგრაციის, საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ ურთიერთობათა საკითხებს.

1986 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „უკრაინის უნივერსიტეტების ქართველი სტუდენტობა 1900-1917 წლებში“, ხოლო სადოქტორო დისერტაცია 1999 წელს - „საქართველოს ეროვნული-დემოკრატიული პარტიის ისტორია 1917-1923 წწ.“

არის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის პრემიის ლაურეატი, 120-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 12 მონოგრაფიის, საქართველოს ისტორიაში სასკოლო და საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოების ავტორი და თანაავტორი. მისი სამეცნიერო პუბლიკაციები დაბეჭდილია გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ, ბულგარულ, რუსულ და უკრაინულ ენებზე.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნოე რამიშვილი - საქართველოს პირველი რესპუბლიკის პირველი პრემიერი, თბ., პეტიტი, 2015, ISBN 978-9941-9422-6-6
  • პოსტსაბჭოთა სინამდვილის ორი დისკურსი: წარსულის პოლიტიზება და ისტორიისინსტრუმენტალიზაცია, თბ., მწიგნობარი, 2014, ISBN 978-9941-450-60-0
  • ნარკვევები საქართველო-რუსეთის ურთიერთობის ისტორიიდან, თბ., საარი, ISBN 978-9941-427-76-3
  • უკანასკნელი თერგდალეული : ნიკო ნიკოლაძე, თბ., უნივერსალი, ISBN 978-9941-17-147-5
  • საქართველოს ახალი და თანამედროვე ისტორია : მე-19 ს. დამდეგიდან დღემდე, თბ., უნივერსალი, 2009, ISBN 978-9941-12-545-4
  • ნარკვევები საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ისტორიიდან, თბილისი, მეცნიერება, 2002, ISBN 99928-962-0-5
  • ნიკო ნიკოლაძე : ბიოგრაფიიდან ამოხეული ფურცლები, თბი., თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1998, ISBN 5-511-00895-8
  • საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სათავეებთან, თბ., ნიკე, 1997.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გაზ. „ლიტერატურული საქართველო“, 2014 წ., 23 მაისი-5 ივნისი, № 19, გვ. 11;
  • გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ისტორიისა და არქეოლოგიის ცენტრი, შრომათა კრებული, № 19, თბ., 2020, გვ. 671-673

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]