თეოდოს III

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „თეოდოს“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ თეოდოს.
თეოდოს III
აფხაზთა მეფე
მმართ. დასაწყისი: 975
მმართ. დასასრული: 978
წინამორბედი: დემეტრე III
მემკვიდრე: ბაგრატ III
დაბ. თარიღი:
მამა: გიორგი II

თეოდოს III — დასავლეთ საქართველოს (აფხაზთა სამეფოს) მეფე დაახლოებით 975-978, გიორგი II-ის ძე.

ბავშვობიდანვე ბიზანტიაში იზრდებოდა. ლეონ III-ის გარდაცვალების (967) შემდეგ მესხეთის, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მსხვილ ფეოდალთა ჯგუფმა, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერების წინააღმდეგი იყო, თეოდოსი დაუპირისპირა ძმას - ახალგამეფებულ დემეტრე III-ს. ტახტისათვის ბრძოლაში თეოდოსი დამარცხდა. დემეტრე III-ის ბრძანებით იგი დააბრმავეს (ამიტომ წყაროებში მოიხსენიება როგორც "თვალდამწვარი", "მწეხარე"). თეოდოსი გამეფდა უძეოდ გარდაცვლილი დემეტრე III-ის შემდეგ. ბრმა მეფის მმართველობას ფეოდალური ანარქიის გაძლიერება მოჰყვა.ქართლში,რომელიც ამ დროს აფხაზთა მეფის გავლენის ქვეშ იყო, კახელებმა ილაშქრეს და უფლისციხეს მიადგნენ. ქართლის დიდებულის, ივანე მარუშისძის რჩევით დავით III-მ დაიკავა ქართლი და იქ მისი შვილობილი, ბაგრატ III გაამეფა 975 წელს. 978 წელს კი, იგივე ივანე მარუშისძის ინიციატივით ბაგრატ III დასავლეთ საქართველოში გადავიდა და საკუთარი ბიძის, თეოდოს III-ის ადგილი დაიკავა. გაერთიანებული საქართველოს პირველმა მეფემ, ბაგრატ III-მ ტახტიდან გადაყენებული თეოდოს III 978 წელს ტაოში გაგზავნა დავით III კურაპალატთან. ამის შემდეგ ის წყაროებში აღარ იხსენიება.

ლიტერატურა[რედაქტირება]

წინამორბედი:
დემეტრე III
აფხაზეთის მეფე
975 - 978
შემდეგი:
ბაგრატ III