ჯაღბუბი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სოფელი
ჯაღბუბი
ქვეყანა ლიბიის დროშა ლიბია
კოორდინატები 29°44′33″ ჩ. გ. 24°31′01″ ა. გ. / 29.74250° ჩ. გ. 24.51694° ა. გ. / 29.74250; 24.51694

ჯაღბუბი მდებარეობა ლიბია

Red pog.svg

ჯაღბუბი (არაბ. الجغبوب‎‎, იტალ. Giarabub) — განმარტოებული ოაზისი ლიბიაში, ლიბიის უდაბნოს ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ეგვიპტის საზღვრის სიახლოვეს. სიგრძე 40 კმ, სიგანე 20 კმ. მდებარეობს ზღვის დონიდან დაახლოებით –10 მ-ით დაბლა, ღრმულში. მისგან აღმოსავლეთით ანალოგიურ ღრმულში მდებარეობს სივის ოაზისი. კულტივირებულია ფინიკის პალმა. ჯაღბუბში დაიბადა ლიბიის მეფე იდრის I. მიწისქვეშა წყლების რეზერვუარია, რის გამოც ირგვლივ შექმნილია დასახლება. 2006 წლის აღწერის მონაცემებით ჯაღბუბში ცხოვრობს 2768 ადამიანი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]