კუფრა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დასახლებული პუნქტი
ოაზისი
კუფრა
კუფრა, ხედი კოსმოსიდან.
კუფრა, ხედი კოსმოსიდან.
ქვეყანა ლიბიის დროშა ლიბია
რეგიონი კირენაიკა
მუნიციპალიტეტი ელ-კუფრის რაიონი
კოორდინატები 24°11′ ჩ. გ. 23°17′ ა. გ. / 24.183° ჩ. გ. 23.283° ა. გ. / 24.183; 23.283
მოსახლეობა 40 ათ. კაცი (2012)
დროის სარტყელი UTC+2

კუფრა მდებარეობა ლიბია

Red pog.svg

კუფრა (არაბ. الكفرة‎‎) — დეპრესია[1] და ოაზისების ჯგუფი სამხრეთ-აღმოსავლეთ ლიბიაში, კუფრის რაიონში. ელიფსური ფორმისაა, წაგრძელებულია ჩრდილოეთ-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისაკენ. ფართობი 8793 კმ². 2012 წლისათვის კუფრაში ცხოვრობდა 40,000 ადამიანი. ესაზღვრება ბორცვნალი ტერიტორია, რომლის სიმაღლე 100 მ აღწევს.[1] ნიადაგი წარმოდგენილია მოწითალო ფერის მერგელებითა და ქვიშებით. არის მარილიანი ტბები და დამშრალი მლაშობები.[1] ადგილობრივ მოსახლეობას მოჰყავს ფინიკის პალმა, მარცვლოვნები და ბოსტნეული. სახელწოდება კუფრა მომდინარეობს არაბული კაფირისაგან. მთავარი დასახლებული პუნქტია ელ-ჯაუფი. ჩრდილოეთით არის სოფელი ელ-ტაგი. წარმოადგენს მუსლიმან-სენუსიტების მნიშვნელოვან რელიგიურ ცენტრს. 1970-იან წლებში განხორციელდა რამდენიმე მსხვილი საირიგაციო პროექტი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Bertarelli (1929), p. 514.
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=კუფრა&oldid=2411468“-დან