 |
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლეხზირი. |
ლეხზირი — ხეობის ტიპის მყინვარი სვანეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ენგურის აუზში. სიგრძე 12.2 კმ, ფართობი 33,4 კმ². მყინვარის ენა ეშვება 1950 მ-ზე. შედგება 3 მყინვარისაგან: ჩრდილოეთი, აღმოსავლეთი და დასავლეთი. მათი შეერთების ადგილიდან ზედაპირი იფარება მორენული მასალით. განვითარებულია მყინვარული ძაბრები, მაგიდები, სოკოები და წისქვილები. მრავლად გაედინება ნადნობი წყლის ნაკადულები, რომლებიც თავს იყრიან აღმოსავლეთი ტოტის შუა მონაკვეთზე მდგარ ორ მოზრდილ ტბაში. საზრდოობს მწვერვალების ბაშილის, სვეტღარის, მარიანაჟის, ლაცხის, ჯანთუგანის, ულუყარის, ბჟედუხის და დალაყორის კალთებიდან ჩამონადენი მყინვარული ნაკადებით და ზვავებით.
ლეხზირიდან გამოდის მდინარე მესტიაჭალა (მულხრის მარჯვენა შენაკადი).