დოლრა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დოლრა
მყინვარი დოლრა, 1905 წ.
მყინვარი დოლრა, 1905 წ.
კოორდინატები: 43°10′09″ ჩ. გ. 42°31′25″ ა. გ. / 43.16917° ჩ. გ. 42.52361° ა. გ. / 43.16917; 42.52361
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქედი სვანეთის კავკასიონი
ფართობი 5,48 კმ²
სიგრძე 7,64 კმ
ტიპი ხეობური
დოლრა — საქართველო
დოლრა
დოლრა — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
დოლრა

დოლრა — სამხრეთ-აღმოსავლეთური ექსპოზიციის, ხეობის ტიპის მყინვარი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს სვანეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე.[2] 1960 წელს მისი სიგრძე 8,78 კმ, ხოლო ფართობი 8,01 კმ² იყო. 2015 წლის მონაცემებით მისი სიგრძე 7,64 კმ, ხოლო ფართობი 5,48 კმ²-ია. მისი სიგრძეში დამოკლება ძირითადად გამოწვეულია იმით, რომ 1960 წელს მყინვარის რიგელზე გადმოკიდებული ენით მთავრდებოდა და ძლიერ მექანიკურ ნგრევას განიცდიდა. მიუხედავად ამისა, კავკასიონის სხვა მყინვარებთან შედარებით მყინვარ დოლრაზე უკანდახევის დიდი მაჩვენებელი არ ფიქსირდება. ასაზრდოებს მდინარე დოლრაჭალას.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 60.
  2. ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 477.
  3. ლევან ტიელიძე, საქართველოს მყინვარები. გამომცემლობა „კოლორი“, თბ., 2014