მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
|
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნაკრა.
|
ნაკრის მყინვარი — კარულ-ხეობის ტიპის მყინვარი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, შდავლერის ქედის ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე ენგურის მარჯვენა შენაკადის — ნაკრის აუზში. სიგრძე 0,7 კმ, ფართობი 0,4 კმ², მყინვარის ენა ეშვება ზღვის დონიდან 2860 მ სიმაღლემდე. საზრდოობს მყინვარული ნაკადებითა და ზვავებით. ნაკრის მყინვარზე აქვს სათავე მდინარე ნაკრას.