ჯიმარის მყინვარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჯიმარა (მრავალმნიშვნელოვანი).
ჯიმარის მყინვარი
კოორდინატები: 42°43′15″ ჩ. გ. 44°24′50″ ა. გ. / 42.72083° ჩ. გ. 44.41389° ა. გ. / 42.72083; 44.41389
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
ფართობი 2,5 კმ²
სიგრძე 3,2 კმ
ტიპი კარულ-ხეობური
ჯიმარის მყინვარი — საქართველო
ჯიმარის მყინვარი
ჯიმარის მყინვარი — მცხეთა-მთიანეთის მხარე
ჯიმარის მყინვარი

ჯიმარის მყინვარი — კარულ-ხეობის ტიპის მყინვარი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ხოხის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე გენალდონის (გიზელდონის მარჯვენა შენაკადი) სათავეში. სიგრძე 3,2 კმ, ფართობი 2,5 კმ². დამახასიათებელია წინსვლითი გადაადგილება. საზრდოობს მწვერვალ ჯიმარის კალთაზე ჩამონადენი მყინვარული ნაკადებით. მყინვარიდან გამოედინება მდინარე გიზელდონის მარჯვენა შენაკადი — გენალდონი. ჯიმარის მყინვარზე მისასვლელი გზა ადის სოფელ კარმადონიდან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]