სერის მყინვარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სერის მყინვარი
კოორდინატები: 43°05′55″ ჩ. გ. 42°50′05″ ა. გ. / 43.09861° ჩ. გ. 42.83472° ა. გ. / 43.09861; 42.83472
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული მესტიის მუნიციპალიტეტი
ქედი სვანეთის კავკასიონი
ფართობი 5,08 კმ²
სიგრძე 4,9 კმ
ტიპი კარულ-ხეობური
სერის მყინვარი — საქართველო
სერის მყინვარი
სერის მყინვარი — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
სერის მყინვარი

სერის მყინვარი — კარულ-ხეობის ტიპის მყინვარი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ენგურის მარჯვენა შენაკადის — მულხრის აუზში. უერთდება მყინვარ ტვიბერს მარჯვენა მხრიდან. სიგრძე 4,9 კმ, ფართობი 5,08 კმ². საზრდოობს მწვერვალების ასმაშისა და ბანგურიანის კალთებიდან ჩამონადენი მყინვართა ნაკადებით. სერის მყინვარზე მისასვლელი გზა ადის სოფელ ჟაბეშიდან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]