ლეადაშტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლეადაშტი
კოორდინატები: 43°09′57″ ჩ. გ. 42°28′29″ ა. გ. / 43.166083° ჩ. გ. 42.474972° ა. გ. / 43.166083; 42.474972
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული მესტიის მუნიციპალიტეტი
ქედი სვანეთის კავკასიონი
ფართობი 3,47 კმ²
სიგრძე 4,02 კმ
ტიპი ხეობური
ლეადაშტი — საქართველო
ლეადაშტი
ლეადაშტი — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ლეადაშტი

ლეადაშტიხეობის ტიპის მყინვარი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ნაკრის ხეობაში. აქვს ვრცელი ფირნის ველი, მყინვარის ენა სუფთაა და ფირნიდან გამოსვლის შემდეგ მთავრდება რიგელზე.[1] სიგრძე 4,02 კმ, ფართობი 3,47 კმ².[2] მყინვარის ენა ზღვის დონიდან 3170 მ სიმაღლეზე მთავრდება. ფირნის ექსპოზიცია სამხრეთულია, ხოლო ფირნის ქვემო მონაკვეთი და ენა დასავლეთური მიმართულებისაა. გრანდიოზული რიგელის გამო მორენები არ აქვს. ადრე ენას ყინულჩანჩქერის ფორმა უნდა ჰქონოდა და ფხვიერი მასალა რიგელის ძირში გროვდებოდა. მყინვარის ენა რიგელის თავზე მცირე მანძილზე ეხლაც გამოედინება.[1] 1960–2014 წლებში მყინვარის ფართობი 19,11 %-ით შემცირდა.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 რამინ გობეჯიშვილი, ვლადიმერ კოტლიაკოვი, გლაციოლოგია, თბ., 2006, გვ. 252
  2. 2.0 2.1 Levan Tielidze. Glaciers of Georgia. Springer, 2017. — 36 р.