ზილგახოხი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ზილგახოხი | |
| კოორდინატები: / | |
|---|---|
| სიმაღლე |
2857 მ |
| მდებარეობა | |
| ქედი | |
ზილგახოხი — მწვერვალი მაღრან-დვალეთის კავკასიონის მდინარეების სბისა და ჭელიათისწყლის (დიდი ლიახვის შენაკადები) სათავეებს შორის. სიმაღლე 2857 მ. აგებულია ზედაიურულ-ვალანჟინური მერგელებით, კირქვებით, კონგლომერატებით, თიხაფიქლებით, ქვიშაქვებით. კალთები ციცაბოა. დამახასიათებელია სუბნივალური და ნივალური ლანდშაფტი.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, გვ. 520, თბ., 1979 წელი.