ლისის ტბა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ლისის ტბა | |
|---|---|
| კოორდინატები:
/ |
|
| მდებარეობა | თბილისი, საქართველო |
| ფართობი | 0,47 კმ² |
| მოცულობა | 1,22 მლნ. კმ³ |
| მაქსიმალური სიღრმე | 4 მ |
| აუზის ფართობი | 16 კმ² |
ლისის ტბა — ტბა თბილისის ქვაბულში, ქალაქის ჩრდილო-დასავლეთით. ზედაპირის ფართობია 0,47 კმ², აუზის ფართობი — 16 კმ², მაქსიმალური სიღრმე — 4 მ, მოცულობა — 1,22 მლნ. მ³. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. მაღალი დონე აქვს გაზაფხულზე, დაბალი — შემოდგომაზე. ზაფხულში წყალი თბილია, მაქსიმალური ტემპერატურა — 28°C. ზამთრობით ტბაზე ჩნდება ყინულნაპირისი, ზოგჯერ — ყინულსაფარიც. წყალი მომლაშოა (მინერალიზაცია 2695 მგ/ლ). ტბაში მოშენებულია თევზი. საწყლოსნო სპორტისა და თევზაობის მოყვარულთა, აგრეთვე თბილისელთა დასასვენებელი ადგილია.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- აფხაზავა ი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, გვ. 252, თბ., 1983 წელი.