ფოცხოვისწყალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფოცხოვისწყალი
თურქ. Posof Çayı

ახალციხე. მდ. ფოცხოვი
სხვა სახელი ფოცხოვი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
თურქეთის დროშა თურქეთი
ტერიტორიული ერთეულები სამცხე-ჯავახეთის მხარე
არტაანის პროვინცია
ქალაქები ახალციხე, ვალე
სათავე არსიანის ქედი
41°24′00″ ჩ. გ. 42°32′00″ ა. გ. / 41.40000° ჩ. გ. 42.53333° ა. გ. / 41.40000; 42.53333
სათავის მდებარეობა თურქეთი
სათავის სიმაღლე 2720 მ
შესართავი მტკვარი
41°39′09″ ჩ. გ. 43°03′10″ ა. გ. / 41.65250° ჩ. გ. 43.05278° ა. გ. / 41.65250; 43.05278
შესართავის მდებარეობა საქართველო
სიგრძე 64 კმ
აუზის ფართობი 1840 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 22,4 მ³/წმ
ფოცხოვისწყალი — საქართველო
ფოცხოვისწყალი
ფოცხოვისწყალი
ფოცხოვისწყალი — სამცხე-ჯავახეთის მხარე
ფოცხოვისწყალი
ფოცხოვისწყალი
— სათავე, — შესართავი
ფოცხოვისწყალი ვიკისაწყობში

ფოცხოვისწყალი, ფოცხოვი (თურქ. Posof Çayı) — მდინარე სამცხე-ჯავახეთის მხარის ახალციხის მუნიციპალიტეტში. სათავე აქვს თურქეთში, არტაანის პროვინციის პოსოფის რაიონში, არსიანის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2720 მეტრზე. მარცხნიდან ერთვის მდინარე მტკვარს საქართველოს ტერიტორიაზე. სიგრძე 64 კმ. მდინარის აუზის ფართობი 1840 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზფხულზე, წყალმოვარდნებიაგვისტო–ნოემბერში, მდგარი წყალმცირობადეკემბერ–თებერვალში. გაზაფხულზე მოდის წლიური ჩამონადენის დაახლოებით 54 %, ზაფხულზე – 25 %, შემოდგომაზე – 12 %, ზამთარზე – 9 %–მდე. ყინულნაპირისი, თოში და ძგიფი დეკემბრიდან შუა მარტამდეა, საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 22,4 მ³/წმ.

იყენებენ ჰესის, წისქვილების ასამუშავებლად, სარწყავად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]