ჩეჩნური ენა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჩეჩნური ან ჩაჩნური ენა (ჩეჩ. Нохчийн мотт) — იბერიულ-კავკასიურ ენათა ნახურ ჯგუფს მიეკუთვნება და მასზე 1.200.000 კაცი ლაპარაკობს, რომელთა უმრავლესობა ჩეჩნეთში, ჩრდილო კავკასია (ამჟ. რუსეთის ფედერაციის ნაწილი) სახლობს.

კლასიფიკაცია[რედაქტირება]

ლინგვისტურად ჩეჩნური ენა იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის ნახურ ჯგუფს მიეკუთვნება ახლომონათესავე ინგუშურ და ბაცბურ ენებთან ერთად. ინგუშურსა და ჩეჩნურს შორის შუალედური დიალექტები არსებობს.


გავრცელების არეალი[რედაქტირება]

ჩეჩნურად მოსაუბრე ადამიანთა უმრავლესობა ჩრდილო კავკასიაში - ჩეჩნეთსა და ინგუშეთში, ნაწილობრივ დაღესტანში, საქართველოში - პანკისის ხეობაში და ახლო-აღმოსავლეთის ქვეყნებში (ჩეჩენთა დიასპორა), განსაკუთრებით კი იორდანიაში ცხოვრობს.

ოფიციალური სტატუსი[რედაქტირება]

ჩეჩნური ენა ჩეჩნეთის (ავტ. რესპუბლიკა რუსეთის ფედერაციაში) ოფიციალური ენაა.

დიალექტები[რედაქტირება]

ჩეჩნურის დიალექტებია:

  • ბარის დიალექტი
  • ითონჴალური
  • მელხური
  • ქისტური
  • ჭებერლოური
  • აჴიური
  • შაროული

ბგერითი შედგენილობა[რედაქტირება]

ჩეჩნურს აქვს ხმოვანთა და თანხმოვანთა რთული სისტემა. ხმოვანთა სისტემაში, გარდა ხუთი მარტივი ხმოვნისა, მოიპოვება გრძელი, უმლაუტიზებული, უმლაუტიზებულ-გრძელი და ვიწრო ხმოვნები. თანხმოვანთა სისტემით ჩეჩნური ახლოს დგას ქართულთან. ჩეჩნურს, ქართულისგან განსხვავებით აქვს სამი სპეციფიკური თანხმოვანი : ფარინგალური მჟღერი ჵ, ფარინგალური ყრუ ჰ' და ლარინგალური აბრუპტივი '(იგივეა, რაც მეგრული ' სიტყვაში 'უდე "სახლი")

მორფოლოგიური მიმოხილვა[რედაქტირება]

ჩეჩნურში არსებობს ხუთი გრამატიკული კლასი: 1) მამაკაცის (ნიშანია ვ-), 2)ქალის (ნიშანია ჲ-), 3) ნივთის (ნიშანია დ-), 4) აბსტრაქტულ ცნებათა (ნიშანია ჲ-) და 5) ცხოველთა (ნიშანია ბ-), თუმცა გრამატიკულ კლასთა სისტემისადმი ცნებათა კუთვნილების პრინციპები ჯერ არაა დადგენილი. ძირითადი ბრუნვებია: სახელობითი, მოთხრობითი, ნათესაობითი, მიცემითი, გამსჭვალვითი, მოქმედებითი:

სახ. სთაგ "კაცი" მოთხ. სთაგა "კაცმა" ნათეს. სთაგან "კაცის" მიც. სთაგანა "კაცს" გამსჭ. სთაგახ "კაცში" მოქმ. სთაგაცა "კაცით, კაცთან"

ჩეჩნურს აქვს აგრეთვე თხუთმეტამდე ლოკატიური (ადგილობითი) ბრუნვა.


ჩეჩნური ზმნა იუღლვის კლასთა მიხედვით. გარდამავალ ზმნაში აღინიშნება ობიექტის კლასი: სან ვოშას ზუდა იგირა "ჩემმა ძმამ ცოლი მოიყვანა", გარდაუვალში - სუბიექტისა: სუო წა ე'ანა "მე (მამაკაცი) სახლში მოვედი". ზმნას აქვს რთული დრო-კილოთა სისტემა - როგორც სინთეზური ('ოოხუ "ხნავს") ისე ანალიზური ('ოოხუშ ვუ "ხნავს,ხვნის პროცესშია") ფორმები.

ლექსიკა[რედაქტირება]

ჩეჩნურს მდიდარი საკუთარი ლექსიკური ფონდი აქვს. გვხვდება ნასესხები სიტყვები ქართულიდან, ოსურიდან, არაბულ-სპარსულიდან, თურქულიდან, დაღესტნური ენებიდან და რუსულიდან


ისტორია[რედაქტირება]

თანამედროვე ჩეჩნური სალიტერატურო ენა შეიქმნა 1917-ის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ. ჩეჩნური ანბანი ლათინურ გრაფიკაზე შექმნა ხალიდ ოშაევმა 1925 წელს. მანამდე გამოიყენებოდა არაბული გრაფიკა - ე.წ. "აჯამური დამწერლობა", რომელიც შეიხ შამილის დავალებით შეიმუშავა დაღესტნელმა მოლამ დიბირ-ყადი ხუნძახელმა. 1938 წლიდან ჩეჩნური გრაფიკა შეიცვალა - ახალი ანბანი კირილიცაზე დაყრდნობით შეიმუშავეს (რუსულ ანბანს ემატებოდა ასოთშეერთებები და ლათინური ერთიანი). 1992 წელს, ჩეჩნეთის რესპუბლიკა-იჩქერიის გამოცხადების შემდეგ, დამწერლობა გადაიყვანეს ისევ ლათინურ გრაფიკაზე, რომელსაც დღესაც იყენებენ კირილიცის პარალელურად

დამწერლობა[რედაქტირება]

კირილიცა სახელი ლათინურის ეკვივალენტი სახელი იპა
А а а A a a /ə/, /ɑː/
Аь аь аь Ä ä ä /æ/, /æː/
Б б бэ B b be /b/
В в вэ V v ve /v/
Г г гэ G g ge /ɡ/
ГI гI гIа Ġ ġ ġa /ɣ/
Д д дэ D d de /d/
Е е е E e e /e/, /ɛː/, /je/, /ie/
Ё ё ё yo /jo/ etc.
Ж ж жэ Ƶ ƶ ƶe /ʒ/, /dʒ/
З з зэ Z z ze /z/, /dz/
И и и I i i /ɪ/
Ий ий Ii ii /iː/
Й й
(я, ю, е)
доца и Y y doca i /j/
К к к K k ka /k/
Ккх ккх Kk kk /kː/
Кх кх кх Q q qa /q/
Кхкх кхкх Qq qq /qː/
Къ къ къа Q̇ q̇ a /q’/
КI кI кIа Kh kh kha /k’/
Л л лэ L l el /l/
М м мэ M m em /m/
Н н нэ N n en /n/
О о о O o o /o/, /ɔː/, /wo/, /uo/
Оь оь оь Ö ö ö /ɥø/, /yø/
П п пэ P p pe /p/
Пп пп Pp pp /pː/
ПI пI пIа Ph ph pha /p’/
Р р рэ R r er /r/
РхI рхI Rh rh /r̥/
С с сэ S s es /s/
Сс сс Ss ss /sː/
Т т тэ T t te /t/
Тт тт Tt tt /tː/
ТI тI тIа Th th tha /t’/
У у у U u u /uʊ/
Ув ув Uu uu /uː/
Уь уь уь Ü ü ü /y/
Ф ф фэ F f ef /f/
Х х хэ X x xa /x/
Хь хь хьа Ẋ ẋ a /ʜ/
ХI хI хIа H h ha /h/
Ц ц цэ C c ce /ts/
ЦI цI цIа Ċ ċ ċe /ts’/
Ч ч чэ Ç ç çe /tʃ/
ЧI чI чIа Ç̇ ç̇ ç̇e /tʃ’/
Ш ш шэ Ş ş şa /ʃ/
Щ щ щэ
(Ъ) ъ чIогIа хьаьрк Ə ə ç̇oġa ärk /ʔ/
(Ы) ы ы
(Ь) ь кIеда хьаьрк
Э э э E e e /e/ etc.
Ю ю ю yu /ju/ etc.
Юь юь юь /jy/ etc.
Я я я ya /ja/ etc.
Яь яь яь /jæ/ etc.
I I J j ja /ʡ/, /ˤ/

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]