ალგეთის წყალსაცავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალგეთის წყალსაცავი

ალგეთის წყალსაცავი
კოორდინატები: 41°35′19″ ჩ. გ. 44°31′12″ ა. გ. / 41.588667° ჩ. გ. 44.520056° ა. გ. / 41.588667; 44.520056
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი (ქვემო ქართლის მხარე)
სიგრძე 4,2 კმ
სიგანე 1,2 კმ
ფართობი 2,3 კმ²
მოცულობა 0,065 კმ³
ჩაედინება ალგეთი
გამოედინება ალგეთი
ალგეთის წყალსაცავი — საქართველო
ალგეთის წყალსაცავი
ალგეთის წყალსაცავი — ქვემო ქართლი
ალგეთის წყალსაცავი

ალგეთის წყალსაცავიწყალსაცავი საქართველოში, მდინარე ალგეთზე. მდებარეობს ქვემო ქართლის მხარის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ტბისის სიახლოვეს, ქალაქ თბილისიდან 60 კმ-ში.

ზედაპირის ფართობი 2,3 კმ², წყლის საერთო მოცულობა 65 მლნ. მ³, სასარგებლო მოცულობა — 60 მლნ. მ³. სიგრძე 4,2 კმ, მაქსიმალური სიგანე 1,2 კმ. საექსპლუატაციოდ გადაეცა 1983 წელს.[1] წყალსაცავზე გაედინება მდინარე ალგეთი. დაგეგმილია 1,1 მგვტ-იანი ალგეთის ჰიდროელექტროსადგურის აშენება.[2] წყალსაცავის წყალი გამოიყენება საირიგაციოდ — ტბისი-კუმისი. აწვდის წყალს სოფლებს: ჯორჯიაშვილს, ასურეთს, ბორბალოს, კოდას, ახალ მარაბდას, ძველ მარაბდას და სხვა.

2007 წელს მორწყა 6 ჰა მიწის ფართობი. 2012 წელს ალგეთის წყალსაცავზე ადგილობრივებმა შემთხვევით იპოვეს ადრეული შუა საუკუნეების დროინდელი ადამიანის თავის ქალა. სპეციალისტთა წინასწარი დასკვნით, ის ჩვენი წელთაღრიცხვის V-VI საუკუნეებით თარიღდება და 40 წლამდე მამაკაცს ეკუთვნის. წყალსაცავის ტერიტორიაზე არქეოლოგებმა სამარხებსა და ნამოსახლარებსაც მიაკვლიეს, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ ამ შუა საუკუნეებში აქ დასახლება იყო.[3]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]