ბაზალეთის ტბა
| ბაზალეთის ტბა | |
|---|---|
| კოორდინატები:
/ |
|
| მდებარეობა | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
| სიმაღლე ზღვის დონიდან | 879 მ |
| ფართობი | 1,22 კმ² |
| მოცულობა | 4 კმ³ |
| მაქსიმალური სიღრმე | 7 მ |
ბაზალეთის ტბა, ტბა დუშეთის მუნიციპალიტეტში, ქ. დუშეთის სამხრეთით 5 კმ-ზე. ზღვის დონიდან 879 მ. ზედაპირის ფართობი 1,22 კმ², მაქსიმალური სიღრმე 7 მ, წყლის მოცულობა დაახლოებით 4 მლნ. მ³. ტბის ქვაბული წარმოიშვა ბაზალეთის ვაკის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილის მულდისებრი გაღუნვის შედეგად.
საზრდოობს ატმოსფერული ნალექებითა და დროებითი ნაკადებით. მაქსიმალური დონე - ივნისში, მინიმალური - ოქტომბერში. იანვარსა და თებერვალში ტბა დაფარულია ყინულით, რომლის სისქე ზამთარში 0,5 მ-მდე აღწევს. ივლისში წყლის ტემპერატურა 25 °C-მდეა. წყალი მომწვანო-მურა ფერისაა. ტბის სამხრეთ-აღმოსავლეთ, სამხრეთ და დასავლეთ ნაწილში იზრდება ლელქაში და სხვა წყლის მცენარეულობა; 5-6 მ სიღრმემდე დუმფარა. ბევრია პლანქტონი. ტბაში ბინადრობს ქაშაყი და ნაფოტა;
მოშენებულია ხრამული, წვერა და კობრი. ტბა სპორტული და სამომხმარებლო თევზჭერის ობიექტია. ტბის ჩრდილო-დასავლეთი ნაპირიდან გაყვანილია მცირე სარწყავი არხი.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება] ლიტერატურა
- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 142, თბ., 1977 წელი.