დებედა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დებედა
Debeda.jpg
ქვეყნები სომხეთის დროშა სომხეთი
საქართველოს დროშა საქართველო
სათავე ჯავახეთის ქედი
სიგრძე 178 კმ
აუზის ფართობი 4,1 კმ²

დებედა (ბერდუჯი, საგიმი)[1]მდინარე სომხეთსა და საქართველოს შორის, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სათავე აქვს ჯავახეთის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2091 მ-ზე. საქართველოს ტერიტორიაზე სოფელ სადახლოს მიდამოებში გამოდის და ერთვის მდინარე ხრამს მარჯვნიდან. სიგრძე 178 კმ, აუზის ფართობი 4,1 ათ. კმ². წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — ზამთარსა და შემოდგომაზე.

საშუალო წლიური ხარჯი სოფელ სადახლოსთან 29,7 მ3/წმ. იყენებენ სარწყავად.

ლიტერატურა[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. მ. ბროსე "გეოგრაფიული აღწერა საქართველოჲსა-ვახუშტი" გვ.136. 1904 წ.