მოზდოკი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ქალაქი
მოზდოკი
Моздок
|
მოზდოკი (რუს. Моздо́к; ოს. Мæздæг, Mæzdæg) — ქალაქი რუსეთში, ჩრდილოეთ ოსეთში, მოზდოკის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე თერგის მარცხენა მხარეს, ვლადიკავკაზიდან 92 კილომეტრში. 2010 წლის აღწერის მონაცემების მიხედვით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 40,1 კაცს.[1] დაარსდა 1763 წელს. ყაბარდოულად ეწოდება „მაზდოგუ“, რაც „უღრან ტყეს“ ნიშნავს.
1763 წელს პოტიომკინმა აქ ააშენა ციხე-სიმაგრე, ხოლო 1765 წლიდან ქალაქი მოზდოკია. 1823 წელს აშენდა რუსეთის ერთ-ერთი პირველი ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა. XVIII-XIX სს. იყო რეგიონის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცენტრი. ქალაქის ძირითად მოსახლეობას შეადგენდნენ ქართველები, სომხები, ჩერქეზები, ოსები და ბერძნები. 1942 წელს მოზდოკი ოკუპირებული იყო ფაშისტური გერმანიის მიერ.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- მოზდოკის შესახებ (რუსული)
- ქალაქი მოზდოკი (რუსული)
- BBC მოიხსენიებს აფეთქებებს (ინგლისური)