წუნდის ტბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წუნდის ტბა
წუნდის ტბის საერთო ხედი ჯაბა ლაბაძის ფოტო
წუნდის ტბის საერთო ხედი
ჯაბა ლაბაძის ფოტო
კოორდინატები: 41°24′40″ ჩ. გ. 43°19′38″ ა. გ. / 41.41111° ჩ. გ. 43.32722° ა. გ. / 41.41111; 43.32722
მდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ასპინძის მუნიციპალიტეტი (სამცხე-ჯავახეთის მხარე)
სიმაღლე ზღვის დონიდან 1539 
ფართობი 0,034 კმ²
მოცულობა 0,000284 კმ³
საშუალო სიღრმე 6,6 
მაქსიმალური სიღრმე 10,8 
აუზის ფართობი 1,8 კმ²
წუნდის ტბა — საქართველო
წუნდის ტბა
წუნდის ტბა — სამცხე-ჯავახეთის მხარე
წუნდის ტბა

წუნდის ტბა — მეწყრული წარმოშობის ტბა საქართველოში, ასპინძის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 1539 მ სიმაღლეზე. განფენილია თმოგვის ციხესიმაგრის ნანგრევების სიახლოვეს. სარკის ფართობი — 0,034 კმ², აუზის ფართობი 1,8 კმ². საშუალო სიღრმე 6,6 მ, მაქსიმალური სიღრმე 10,8 მ. წყლის მოცულობა 284 ათ. მ³.[2] ტბის ქვაბული წარმოქმნილია ახალქალაქის ლავური პლატოს დასავლეთი პერიფერიის დამეწყვრის შედეგად მდინარე მტკვრის ხეობაში. წარსულში ტბა აფეთქების კრატერად ანუ მაარად მიაჩნდათ.[3] საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. ტბა გაუდინარი და მტკნარია. აქვს მიწისქვეშა ჩამონადენი.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 214.
  2. 2.0 2.1 Апхазава И. С. Озера Грузии. Тбилиси: Мецниереба, 1975. 181 с.
  3. ლევან მარუაშვილი.. საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია. თბილისი, საქართველო: ცოდნა, გვ. 64, თბ. 1964.