თეძამი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
|
|
|---|---|
| დახასიათება | |
| სიგრძე | 51 კმ |
| აუზის ფართობი | 394 კმ² |
| წყლის ნაკადი | |
| სათავე | თრიალეთის ქედი |
| ჩაედინება | მტკვარი |
თეძამი — მდინარე კასპის მუნიციპალიტეტში, სათავე აქვს 2080 მ სიმაღლეზე, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. ერთვის მტკვარს მარჯვნიდან, სოფ. მეტეხის მახლობლად. სიგრძე 51 კმ, აუზის ფართობი 394 კმ2. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა – ზამთარსა და ზაფხულ-შემოდგომაზე. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 2,32 მ3/წმ. ზამთრობით ჩნდება ყინულნაპირისი, თოში. გაძგიფვა დეკემბრიდან მარტამდე. წყალი სუფთა და გამჭვირვალეა. გამოსადეგია სასმელად. იყენებენ სარწყავად.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, გვ. 670, თბ., 1979 წელი.