გუბაზეული

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გუბაზეული
მდინარე გუბაზეული სოფელ ნაბეღლავში
მდინარე გუბაზეული სოფელ ნაბეღლავში
დახასიათება
სიგრძე 47 კმ
აუზის ფართობი 371 კმ²
წყლის ნაკადი
სათავე გომისციხე
შესართავი სუფსა
ჩაედინება სუფსა
განლაგებულია
ქვეყნები საქართველო
გუბაზეული ვიკისაწყობზე

გუბაზეული, გუბაზოული, მდინარე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სუფსის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, გომისციხის მთასთან, ზღვის დონიდან 2210 მ. სიმაღლეზე. სიგრძე 47 კმ, აუზის ფართობი 371 კმ2. მთავარი შენაკადებია ხანისწყალი და კალაშა. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა - ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი 13,7 მ3/წმ.

გუბაზეულის ხეობაში მდებარეობს სოფლები ქვაბღა, ზოტი, თავპანტა, ბჟოლიეთი, ხევი, ხიდისთავი, ბუქსიეთი, ზენობანი, ქვენობანი, მეწიეთი, ჭაჭიეთი, ბუკნარი, ნაბეღლავი, ახალშენი, წიფნაგვარა, ბასილეთი.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ მომზადებულია ბჟოლიეთსა და ზოტში სამი ჰიდროელექტროსადგურის - "გუბაზეული-2", "გუბაზეული-5" და "გუბაზეული-6" - მშენებლობის პროექტი. ამჟამად გუბაზეულზე აგებულია მცირე ჰესი სოფელ ხიდისთავთან.

გუბაზეულის ხეობა მდიდარია მინერალური წყლებით. აღსანიშნავია სანისლიას თერმული მინერალური წყალი სოფელ ზოტში, ბორჯომის ტიპის მინერალური წყალი ნაბეღლავი სოფელ ნაბეღლავში. ხეობაში არის პირიტის საბადო სოფელ ზოტში და წაბლის ტყის კორომი სოფელ თავპანტაში.

[რედაქტირება] ლიტერატურა

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე