თუშეთის ალაზანი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
|
|
|---|---|
| დახასიათება | |
| სიგრძე | 59 კმ |
| აუზის ფართობი | 825 კმ² |
| წყლის ნაკადი | |
| სათავე | აწუნთის ქედი |
| ჩაედინება | ალაზანი, კასპიის ზღვა |
| ქვეყნები | საქართველო |
თუშეთის ალაზანი, მდინარე კავკასიონის ჩრდილოეთ კალთაზე, თუშეთის ქვაბულში, მდინარე ანდის ყოისუს ერთ-ერთი მდგენელი. იწყება აწუნთის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე. სიგრძე 59 კმ, აუზის ფართობი 825 კმ². საზრდოობს თოვლის, მყინვარული, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა - შემოდგომა-ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი 24 მ3/წმ.
თუშეთის ალაზნის მთავარი შენაკადებია: პირიქითი ალაზანი, წოვათისწყალი (მარცხენა), ორწყალი და ჭანჭახოვანისწყალი (მარჯვენა).
[რედაქტირება] ლიტერატურა
- კიკილაშვილი თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, გვ. 29, თბ., 1980 წელი.