გაბრიელე დ’ანუნციო

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გაბრიელე დ'ანუნციო

გაბრიელე დ’ანუნციო (იტალ. Gabriele d'Annunzio, ნამდვილი გვარი რაპანიეტა (იტალ. Rapagnetta); დ. 12 მარტი, 1863 – გ. 1 მარტი, 1938)– იტალიელი პოეტი, პროზაიკოსი და დრამატურგი. ლექსების პირველი კრებული „პრიმო ვერე“ 16 წლისამ გამოაქვეყნა. 17 წლისამ კი პირველი მოთხრობები– „ჩინჩინნატო“ და „ტოტო“ დასტამბა. მისი შემოქმედება რთული და მრავალფეროვანია. აინტერესებდა ძლიერი ადამიანის, ზეკაცის პრობლემა. ომს მამაკაცური ენერგიისა და ნების გამოვლინებად თვლიდა. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ჯარში წავიდა. მალე დაიჭრა და იძულებული გახდა შინ დაბრუნებულიყო. იმ ჯარისკაცის სევდა, ვისაც ბრძოლა აღარ შეუძლია, გამოხატა ლექსების ციკლში ,,ნოტტურნო“ (ნოქტიურნი). ფიზიკური და სულიერი ბრძოლებით დაღლილი სიმშვიდესა და შვებას ელეონორა დუზეს სიყვარულში ჰპოვებდა. იყო იტალიური კინემატოგრაფიის ერთ–ერთი ფუძემდებელი და იტალიის მეცნიერებათა აკადემიის დამაარსებელი.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე