მარკ ნოპფლერი
| მარკ ნოპფლერი | ||
|---|---|---|
| ბიოგრაფია | ||
| დაიბადა | 12 აგვისტო, 1949, გლაზგო, შოტლანდია | |
| ჟანრ(ებ)ი | როკ მუსიკა კელტური როკი ქანთრი ბლუზი |
|
| საქმიანობა | გიტარისტი ვოკალისტი პროდიუსერი კინოკომპოზიტორი |
|
| ინსტრუმენტ(ებ)ი | გიტარა, ვოკალი | |
| ლეიბლ(ებ)ი | Vertigo, Mercury, Warner | |
| ვებ-გვერდი | MarkKnopfler.com | |
მარკ ნოპფლერი (დ. 12 აგვისტო 1949), — ბრიტანეთის იმპერიის ორდენოსანი, შოტლანდიელი მუსიკოსი და ვოკალისტი, უფრო მეტად ცნობილი როგორც ჯგუფის Dire Straits ყოფილი ლიდერი.
1995 წელს, ჯგუფის დაშლის შემდეგ მარკი ჩნდებოდა ამა თუ იმ ცნობილი მუსიკოსის ჩანაწერზე, იწერდა საკუთარ ალბომებსა და მუსიკას ფილმებისათვის. როკ-მუსიკის სამყაროში ის ერთ-ერთი პატივცემული გიტარისტია, მათ შორის, ვინც დაკვრისას არ იყენებს მედიატორს და უკრავს მხოლოდ თითებით.
მთლიანობაში გაყიდულია მარკისა და Dire Straits-ის ალბომების 120 მილიონზე მეტი ასლი.
სექციების სია |
[რედაქტირება] ბიოგრაფია
[რედაქტირება] პირველი წლები
მარკი დაიბადა ინგლისელი დედისა და უნგრელი ებრაელი მამის ოჯახში. ეს უკანასკნელი საქმიანობით არქიტექტორი იყო, რომელიც ამავე დროს კომუნისტებს უჭერდა მხარს. ამიტომ მან დატოვა უნგრეთი. ოჯახი თავდაპირველად შოტლანდიაში ცხოვრობდა, შემდეგ კი ნიუკასლში გადავიდა. იქ მარკი და მისი ძმა დევიდი გოსფორთის გრამატიკულ სკოლაში დადიოდნენ. ინსტრუმენტებიდან მარკს იმ პერიოდში ფლამინგოს ტიპის ვარდისფერი ფენდერ სტრატოკასტერი მოსწონდა. ისევე, როგორც ბევრმა თანატოლმა, მარკმა ჩამოაყალიბა საკუთარი ჯგუფი, რომელშიც უკრავდა ცნობილი მუსიკოსების სიმღერების ქავერ-ვერსიებს (მათ შორის - ჩეტ ატკინსის, რომელთანაც წლების შემდეგ ნოპფლერმა ალბომიც კი ჩაწერა). 16 წლის ასაკში იგი მეგობართან ერთად გამოჩნდა ტელეეთერში,
1967 წელს მარკმა შეისწავლა ჟურნალისტიკა. კურსის დასასრულს მან დაიწყო მუშაობა ლიდსში, ახალგაზრდა რეპორტიორის სახით. ორი წლის შემდეგ მან დაამთავრა სწავლა ლიდსის უნივერსიტეტში. რეპორტიორის სამუშაოს მან თავი დაანება და, მუსიკაში კარიერის გაგრძელების მიზნით, გამოდიოდა სხვადასხვა პაბებში. პარალელურად ის ლაფტონის კოლეჯში ლექციებს კითხულობდა. რამდენიმე ჯგუფში დაკვრის შემდეგ მან საკუთარი დემო-კომპოზიცია, Summer's Coming My Way ჩაწერა.
ლონდონში გადასვლასთან ერთად ის მოხვდა ჯგუფში Brewers Droop და მათ ალბომზე The Booze Brothers. ერთ-ერთ საღამოს მან საბოლოოდ აღმოაჩინა, რომ არ შეუძლია გიტარაზე დაკვრის დროს მედიატორის გამოყენება. მისივე თქმით, 'სწორედ მაშინ იპოვა მან თავისი ხმა გიტარაში'. მას ძმას, დევიდს, ამ დროს უკვე საკუთარი ჯგუფი, Café Racers ჰყავდა, მაგრამ დევიდის მეშვეობით მარკმა გაიცნო ჯონ ილსლი, გიტარისტი, რომელიც ბას-გიტარაზე გადაერთო. ის მოგვიანებით იქცა Dire Straits უცვლელ წევრად.
[რედაქტირება] დისკოგრაფია
[რედაქტირება] Dire Straits
[რედაქტირება] სოლო-ალბომები
- გამოვიდა: 26 მარტი 1996
- ფორმატი: კომპაქტ დისკი
- ლეიბლი: Vertigo Records, Warner Bros. Records (აშშ)
- პროდიუსერი: მარკ ნოპფლერი, ჩაკ ეინლი
- სინგლები: Darling Pretty, Cannibals, Rüdiger, Golden Heart (პრომო), Imelda (პრომო), Don't You Get It (პრომო)
- გამოვიდა: 26 სექტემბერი 2000
- ფორმატი: კომპაქტ დისკი
- ლეიბლი: Mercury, Vertigo, Warner Bros.
- პროდიუსერი: მარკ ნოპფლერი, ჩაკ ეინლი
- სინგლები: What It Is, Sailing to Philadelphia, Silvertown Blues
- გამოვიდა: 30 სექტემბერი 2002
- ფორმატი: კომპაქტ დისკი, გრამფირფიტა
- ლეიბლი: Mercury
- პროდიუსერი: მარკ ნოპფლერი, ჩაკ ეინლი
- სინგლები: Why Aye Man, Quality Shoe (პრომო), Devil Baby (პრომო), Hill Farmer Blues (პრომო), You Don't Know You're Born (პრომო)
- გამოვიდა: 28 სექტემბერი, 2004
- ფორმატი: კომპაქტ დისკი, გრამფირფიტა
- ლეიბლი: Mercury
- პროდიუსერი: მარკ ნოპფლერი, ჩაკ ეინლი
- სინგლები: Boom, Like That, The Trawlerman's Song
- გამოვიდა: 21 ივნისი, 2005
- ფორმატი: კომპაქტ დისკი
- ლეიბლი: Warner Bros. Records
- პროდიუსერი: მარკ ნოპფლერი, ჩაკ ეინლი
- გამოვიდა: 2005
- ფორმატი: კომპაქტ დისკი
- ლეიბლი: Mercury
- პროდიუსერი: მარკ ნოპფლერი
- სინგლები: The Trawlerman's Song, Back to Tupelo, Song for Sonny Liston, Boom, Like That, Donegan's Gone, Stand Up Guy
The Best of Dire Straits & Mark Knopfler: Private Investigations
- გამოვიდა: 2005
- ფორმატი: კომპაქტ დისკი, გრამფირფიტა
- ლეიბლი: Mercury
- პროდიუსერი: მარკ ნოპფლერი
- სინგლები: All The Roadrunning (პრომო), This Is Us (პრომო), Beachcombing (პრომო)
- გამოვიდა: 17 სექტემბერი, 2007
- ფორმატი: კომპაქტ დისკი, გრამფირფიტა
- ლეიბლი: Mercury
- სინგლები: True Love Will Never Fade, Punish The Monkey
[რედაქტირება] ბმულები
- ოფიციალური ვებ-გვერდი
- ვებ-რადიო PrivateInvestigations, ეძღვნება Dire Straits-სა და მარკ ნოპფლერს
- Mark Knopfler Boom Like That
- the long road – მარკ ნოპფლერის სესიები
- სიახლეები მარკ ნოპფლერზე
- (ინგლისური) Mark Knopfler — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში
|
||||||||||||||||||||||||||