Traveling Wilburys

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

Traveling Wilburys იყო 1980-იანი წლების ბოლოს შექმნილი სუპერჯგუფი. მასში შედიოდა მსოფლიო როკ და პოპ მუსიკის ხუთი ვარსკვლავი: ჯორჯ ჰარისონი, ჯეფ ლინი, როი ორბისონი, ტომ პეტი და ბობ დილანი. ჯგუფმა თავისი ორწლიანი არსებობის მანძილზე ჩაწერა ორი ალბომი.

სიტყვა Wilburys იყო სლენგი, რომელიც მოიგონეს ჯორჯ ჰარისონმა და ჯეფ ლინმა 1987 წელს ჰარისონის Cloud Nine ალბომის ჩაწერის პერიოდში, როგორც სტუდიის ჩამწერი მოწყობილობებისათვის შექმნილი მოფერებითი სახელი. ჰარისონი მიუთითებდა რა აპარატურის მიერ დაშვებულ შეცდომებზე, ხუმრობით მიანიშნებდა ლინს: „We'll bury 'em in the mix“. ეს ტერმინი იქნა გამოყენებული ხელმეორედ, როდესაც მთელი ჯგუფი ერთად შეიკრიბა. ჰარისონმა ჯგუფის დასახელებად წამოაყენა The Trembling Wilburys, ამის ნაცვლად კი ლინმა შესთავაზა Traveling, რომელიც ჯგუფმა მოიწონა. ამერიკულად დაწერილი Traveling ბრიტანული Travelling-ის ნაცვლად იმიტომ გამოიყენეს, რომ ჯგუფმა მოღვაწეობა დაიწყო შეერთებულ შტატებში, ხოლო შემადგენლობაში იყვნენ სამი ამერიკელი და ორი ბრიტანელი.

რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]