ჯორჯ ჰარისონი
| ჯორჯ ჰარისონი | ||
|---|---|---|
| ბიოგრაფია | ||
| ასევე ცნობილი როგორც |
კარლ ჰარისონი L'Angelo Misterioso ჰარი ჯორჯისონი ნელსონ/სპაიკ უილბერი ჯორჯ ჰარისონგი ჯორჯ ო’ჰარა-სმითი |
|
| დაიბადა | 25 თებერვალი 1943 | |
| დაბადების ადგილი | ლივერპული ინგლისი, გაერთიანებული სამეფო |
|
| გარდაიცვალა | 29 ნოემბერი, 2001 (58 წლის) | |
| გარდაცვალების ადგილი | ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ | |
| ჟანრ(ებ)ი | როკ მუსიკა, პოპ მუსიკა, ფსიქოდელიური როკი, ექსპერიმენტული მუსიკა, მსოფლიო მუსიკა | |
| საქმიანობა | მუსიკოსი, გიტარისტი, სიმღერების ავტორი, მომღერალი, პროდიუსერი | |
| ინსტრუმენტ(ებ)ი | გიტარა, ვოკალი, ბასი, კლავიშიანი ინსტრუმენტები, უკულელე, მანდოლინა, სიტარი, ტამბურა, საროდი, სვარმანდალი | |
| აქტიური | 1958–2001 | |
| ლეიბლ(ებ)ი | Parlophone, Capitol, Swan, Apple, Vee-Jay, EMI, Dark Horse | |
| ასოციაციები | ქუორიმენი, ბითლზი, Traveling Wilburys, დანი ჰარისონი, რავი შანკარი | |
| საიტი | GeorgeHarrison.com | |
| აღსანიშნავი ინსტრუმენტები | ||
| Gretsch Country Gentleman Rocky Gibson Les Paul Rosewood Telecaster |
||
ჯორჯ ჰარისონი (დ. 25 თებერვალი, 1943 — გ, 29 ნოემბერი, 2001) — ოსკარითა და გრემით დაჯილდოვებული ინგლისელი როკ გიტარისტი, მომღერალი, კომპოზიტორი, ავტორი და სიტარისტი, რომელიც ჯგუფ ბითლზის წამყვანი გიტარისტი იყო. ჯგუფის დაშლის შემდეგ მან წარმატებულად გააგრძელა სოლო კარიერა და მოგვიანებით Traveling Wilburys-ში შედიოდა. ის ასევე ფილმების მწარმოებელიც იყო, თავისი კომპანიით Handmade Films, სადაც ისეთ მრავალფეროვან ხალხს იწვევდა როგორებიცაა მადონა და Monty Python-ის წევრები.
სექციების სია |
პირველი წლები: 1943–1959 [რედაქტირება]
ჰარისონი დაიბადა ლივერპულში (ინგლისი), 1943 წლის 25 თებერვალს.[1] იგი იყო რიგით მეოთხე ჰაროლდ ჰერგრივზ ჰარისონისა და მისი მეუღლე ლუიზის ოჯახში.[2]
ჯორჯს ჰყავდა და, ლუიზი, დაბადებული 1931 წლის 16 აგვისტოს და ორი ძმა, ჰარი (დ. 1934) და პიტერი (დ. 20 ივლისი 1940). დედა მუშაობა მაღაზიის კონსულტანტად, ხოლო მამა - ავტობუსის კონდუქტორად, რომელსაც ჰქონდა გემის სტიუარდად მუშაობის გამოცდილებად. ოჯახი რომაულ კათოლიკურ ეკლესიას მიეკუთვნებოდა.[3] ჯორჯის პაპა დედის მხრიდან, ჯონ ფრენჩი, დაიბადა უექსფორდის საგრაფოში (ირლანდია) და საცხოვრებლად გადავიდა ლივერპულში, სადაც გაიცნო მომავალი მეუღლე ლუიზ ვულემი.[4]
ჰარისონი დაიბადა სახლში, სადაც პირველი ექვსი წელი გაატარა - 12 Arnold Grove, უეივერტრი, რომელიც იყო მომცრო ზომის, შედარებით ღარიბული საცხოვრებელი. 1950 წელს ოჯახს შესთავაზეს საბჭოს კუთვნილი სახლი[5]. ისინი გადავიდნენ 25 Upton Green-ზე. [6]
ჯორჯის პირველი სკოლა იყო დავდეილის სკოლა, რომელიც პენი ლეინთან ახლოს მდებარეობდა.[7] დავდეილში ასევე რამდენიმე კლასით მაღლა სწავლობდა ჯონ ლენონი[8] ჯორჯმა წარმატებით ჩააბარა გამოცდა ’11 პლუსი’ და ჩაირიცხა ლივერპულის ბიჭების უნივერსიტეტში (ამჟამად ამ შენობაში მდებარეობს ლივერპულის ხელოვნებათა ინსტიტუტი). ამ ინსტიტუტში იგი 1954-1959 წლებში დადიოდა.[9] ჯორჯი იხსენებდა, რომ 12-13 წლის ასაკში ერთგვარი ’ეპიფანია’ ეწვია - მეზობლებთან ერთად მოტორბოლისას ახლოს მდებარე სახლიდან მოესმა ელვის პრესლის Heartbreak Hotel.[10] მიუხედავად იმისა, რომ მანამდე წარმატებული მოსწავლე იყო, სკოლისადმი ინტერესი ჰარისონმა დაკარგა.[10] 14 წლის ასაკში კლასის უკანა ნაწილში იჯდა და სკოლის წიგნებში გიტარების ხატვას ცდილობდა: “გიტარებმა მთლიანად მიმიზიდეს. გავიგე, რომ ერთ ბიჭს 3 გირვანქად გიტარა ჰქონდა. ეს იყო უბრალოდ პატარა აკუსტიკური ნახვრეტი. დედაჩემს გამოვართვი 3 გირვანქა და 10 პენსი, რაც იმ დროს ჩვენთვის დიდ თანხას წარმოადგენდა.” ჰარისონმა შეიძინა აკუსტიკური გიტარა.[11] ლივერპულის უნივერსიტეტში სწავლისას მან ჩამოაყალიბა სკიფლის ჟანრის ჯგუფი, რომელსაც Rebels ერქვა. მასში შედიოდნენ ჯორჯის ძმა პიტერი და მისი მეგობარი, ართურ კელი[12]. ამ სკოლაში მან გაიცნო პოლ მაკ-კარტნი, რომელიც მასზე ერთი წლით უფროსი იყო.[13] მოგვიანებით პოლი გახდა ჯონ ლენონის ჯგუფის ქუორიმენი მონაწილე. ამ კოლექტივს ჰარისონი 1958 წელს შეუერთდა.[14]
ბითლზი: 1960–1970 [რედაქტირება]
ჰარისონი იქცა ბითლზის წევრად მაშინ, როდესაც იგი ჯერ სკიფლ ჯგუფ „ქუორიმენს“ წარმოადგენდა. ლენონს ჯორჯის შესახებ მაკ-კარტნი ესაუბრა და უთხრა, რომ მას შეეძლო სიმღერის Raunchy შესრულება.[15] მიუხედავად იმისა, რომ ლენონი თვლიდა მას ჯგუფისათვის მეტისმეტად ახალგაზრდად, ჰარისონი დრო და დრო მოდიოდა მათთან.[15] 15 წლის ასაკისათვის ლენონმა და სხვებმა იგი უკვე მიიღეს ჯგუფის წევრად.[16] ვინაიდან ჯორჯი იყო ყველაზე უმცროსი მათ შორის, კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში ბიჭუნად თვლიდნენ.[17]
ჰარისონმა 16 წლის ასაკში სკოლა დატოვა და მცირე ხნით ადგილობრივ მაღაზიაში ელექტრიკოსის თანაშემწედ მუშაობა დაიწყო.[18][19] როდესაც ბითლზს 1960 წელს ჰამბურგში მუშაობა შესთავაზეს, ტონი შერიდენის სესიებში მონაწილეობით ჯორჯის მიერ მიღებულმა გამოცდილებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ბითლზის ჟღერადობის ჩამოყალიბებაში. იგი იყო კოლექტივის ყველაზე მდუმარე, მაგრამ პროფესიონალიზმით აღსავსე წევრი[20], რამაც მას ’პირქუში ბითლის’ სახელი შესძინა.[21] მაგრამ პირველი მოგზაურობა ჰამბურგში შეწყდა მას შემდეგ, რაც ჰარისონი დეპორტირებული იქნა არასრულწლოვანი ასაკის გამო.[22]
როდესაც 1961 წლის დეკემბერში, ჯგუფის კლუბში ’კევერნი’ გამოსვლის შემდეგ ბრაიან ეპსტაინი ოთხეულის მენეჯერი გახდა,[23] ნოემბერში მან შეცვალა მათი იმიჯი. თუკი მანამდე ბითლზი ტყავის ქურთუკიანი ბიჭუნების გუნდი იყო, ამიერიდან მათ უფრო მკაცრი და კლასიკური კოსტუმები ემოსათ[24]. ეპსტაინმა და ბითლზმა ხელი მოაწერეს პირველ კონტრაქტს ლეიბლ EMI-სთან. პირველი სინგლი Love Me Do, რომელშიც ჰარისონი უკრავდა გიტარაზე Gibson J-160E [25][26] 1962 წლის ოქტომბერში მოხვდა ბრიტანული ჩარტის #17 პოზიციაზე,[27] ხოლო ალბომის Please Please Me გამოსვლის მომენტისათვის, 1963 წლის დასაწყისში ბითლზი უკვე ცნობილი გახდა და იწყებოდა ბითლომანიის პერიოდი.[28]
დისკოგრაფია [რედაქტირება]
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ სხვადასხვა წყაროს თანახმად, მისი დაბადების თარიღი არის 24 თებერვალი.
- ↑ Miles and Badman, The Beatles' Diary, p. 6.
- ↑ Harry, The Beatles' Encyclopedia, p. 492.
- ↑ Beatles Ireland – George Harrison Irish Heritage. Beatles Ireland. წაკითხვის თარიღი: 7 December 2008.
- ↑ Ingham, Rough Guide to the Beatles, p. 328.
- ↑ Miles and Badman, The Beatles' Diary, p. 7.
- ↑ Harrison, I Me Mine, p. 28.
- ↑ Frame, Rockin' Around Britain, p. 73.
- ↑ Giuliano, Dark Horse, p. 9.
- ↑ 10.0 10.1 George Harrison school life. წაკითხვის თარიღი: 4 July 2009.
- ↑ Harry, Bill. Beatles Browser Four (p3). Mersey Beat. წაკითხვის თარიღი: 4 July 2009.
- ↑ “Lives in Brief: Peter Harrison“, The Times, 20 July 2007. წაკითხვის თარიღი: 22 July 2007.
- ↑ Shapiro, Behind Sad Eyes, p. 23.
- ↑ Miles, The Beatles' Diary: An Intimate Day by Day History, p. 18.
- ↑ 15.0 15.1 Davies, The Beatles 1985, pp. 44–45.
- ↑ Loewen, Nancy (1989). Profiles in music. Vero Beach: Rourke Enterprises, Inc., 26–27 გვ..
- ↑ Lewisohn, Mark (1992). The Complete Beatles Chronicle. Pyramid Books, გვ. 13. ISBN 0600587495.
- ↑ Davies, The Beatles 1985, p. 55.
- ↑ Harrison, I Me Mine, p. 29.
- ↑ Leng, While My Guitar Gently Weeps 2006, pp. 2–6.
- ↑ “George Harrison: The quiet Beatle“, BBC News, 30 November 2001. წაკითხვის თარიღი: 23 December 2008.
- ↑ Miles and Badman, The Beatles Diary, p. 27.
- ↑ Schaffner, The Boys from Liverpool,pp. 7–10.
- ↑ Babiuk, Lewisohn, and Bacon, Beatles Gear, p. 59.
- ↑ Everett, The Beatles as Musicians: The Quarry Men Through Rubber Soul, p. 126.
- ↑ Babiuk, Lewisohn, and Bacon, Beatles Gear, pp. 72–73.
- ↑ The Songwriting Secrets of The Beatles, p. 560, Dominic Pedler, Omnibus Press, 2003, ISBN 0-7119-8167-1.
- ↑ Greene, Here Comes the Sun, p. 34.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- GeorgeHarrison.com — ოფიციალური გვერდი
- George Harrison — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში (ინგლისური)
|
|||||||||||||||||||||||
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||