სტივი უანდერი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სტივი უანდერი
Stevie Wonder.jpg
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი სტივლენდ ჰარდუეი ჯადკინსი
დაბ. თარიღი 13 მაისი, 1950 (1950-05-13) (63 წლის), საგინაუ, მიჩიგანი, აშშ
ჟანრ(ებ)ი სოული
ფანკი
საქმიანობა მულტი ინსტრუმენტალისტი
ვოკალისტი
პროდიუსერი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი, სინთეზატორი, ფორტეპიანო, ჰარმონიკა, დასარტყმელი საკრავები, ბას გიტარა და სხვ.
აქტიური 1961 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Motown Records
საიტი www.steviewonder.net

სტივი უანდერი (Stevie Wonder, ნამდვილი სახელი და გვარი - სტივლენდ ჰარდუეი ჯადკინსი, დ. 13 მაისი, 1950) − ამერიკელი ვოკალისტი, მუსიკოსი და პროდიუსერი.

დაბადებიდან ბრმა უანდერმა 11 წლის ასაკში ლეიბლთან Motown Records კონტრაქტს ხელი მოაწერა. დღემდე მისი ჩანაწერები მხოლოდ ამ ლეიბლზე გამოდის. მას აქვს 10 ცნობილი ჰიტი, რომელიც სხვადასხვა დროს ხვდებოდა ბილბორდის ჩარტში, ხოლო მისი ალბომები გაყიდულია 100 მილიონ ასლზე მეტი რაოდენობით.

უანდერი მულტი ინსტრუმენტალისტია. იგი უკრავს როგორც ფორტეპიანოსა და სინთეზატორზე, ასევე ჰარმონიკაზე, კონგაზე, დასარტყამ ინსტრუმენტებზე, ორღანზე, კლავინეტსა და ბას გიტარაზე.

სტივი არის ლეიბლის Motown პირველი და რიგით მეორე აფრო ამერიკელი მუსიკოსი, რომელმაც მიიღო ოსკარი, 1984 წლის ჰიტ-სინგლისათვის I Just Called to Say I Love You, ფილმიდან ქალი წითელში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]